ეროვნულ ნაკრებს ჩაკვეტაძე გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. "გენტის" ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი,
გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა),  თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორის "თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე" დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Nakrebi.ge

altჩაკვეტაძემ ვერ დამანახა, რომ თამაშს იმსახურებდა - სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

altსავარაუდო შემადგენლობა უზბეკეთთან - ექსპერიმენტები თუ ბირთვის გამოკვეთა?!

მკითხველის კომენტარები / 33 /
ამხანაგური თამაშია და იქნებ არც ღირდა გარისკვა. ღმერთმა ნუ ქნას და მაგისი ტრამვა კარიერის დამთავრებას ნიშნავს და ეს რომ ნაკრების თამაშზე მოხდეს კლუბი ხელს დაიბანს, ყველაფერზე პასუხისმგებლობას საქართველოს მხარეს შეტენის და მაგას რა პენსიასაც გადაუხდიან საქართველოში კი იცით.
ჟორა გაბრიჭიძე
15 ნოემბერი 2021 00:04
4
რა ტრავმა რის ტრავმა,იმედია ჩაკვემაც გაბუტვები არ დაიწყო...და ლამაზად არ ფუთავენ რეალურ მიზეზს (((
Ss
14 ნოემბერი 2021 23:36
1
არანაირი ტრავმა არ არის, კაცი ვერ გრძნობს თავს მნიშვნელოვან ფიგურად და წავიდა თავის საქმეს მიხედავს გუნდში. ჩაბრაძე შეიყვანო შემტევად და ჩაკვეტაძე სკამზე დატოვო უმეცრებაა და უტვინობა მეტი არაფერი. ტრა...ზე აკოცე ვილი ჩაკვეტაძეს
კორონა
14 ნოემბერი 2021 23:15
26
ცუდი რაღაც ხდება. არ მგონია ჩაკვეტაძემ ასე ხელი შეუშალოს ნაკრებს რომ მისი თამაში თუნდაც ცოტა ხნით ვერ მოხერხდეს.
შეიძლება უბრალოდ მწვრთნელის სიტყვები ეწყინა და თავად თქვა უარი თამაშზე.(ვარაუდია)
არ შეიძლება მწვრთნელმა ეგრე იძახოს, რომ ფეხბურთელს თამაში არ დაუმსახურებია. მაშინ არც უნდა გამოეძახა.
ჩაკვეტაძეს უსამართლოდ ექცევიან და ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს მის ადგილას.
Winter
14 ნოემბერი 2021 23:12
10
ტრამვა არა კვახი, ჯაბასაც და ჩაკვესაც უთამაშებლობა ეწყინათ, არ დაიმალება ეგ რაც არ უნდა მალოს ფედერაციამ
hhh
14 ნოემბერი 2021 23:09
5
ვითომ ტრავმის გამო?!
დათო
14 ნოემბერი 2021 22:50
2
რა პრეტენზია ჰქონდა ვილის ჩაკვესთან ვერ გავიგე?ბიჭი ტრანვირებული უოფილა
ბექა
14 ნოემბერი 2021 22:36
11
აუ არადა მეგონა ჩაკვესთვის კარგი შანსი იქნებოდა უზბეკეთთან.
რა ცუდია, სად დაიტრავმა :(
Herbst
14 ნოემბერი 2021 22:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული