ეროვნულ ნაკრებს ჩაკვეტაძე გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. "გენტის" ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი,
გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა),  თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორის "თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე" დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Nakrebi.ge

altჩაკვეტაძემ ვერ დამანახა, რომ თამაშს იმსახურებდა - სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

altსავარაუდო შემადგენლობა უზბეკეთთან - ექსპერიმენტები თუ ბირთვის გამოკვეთა?!

მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩაკვე ჯერ ფორმაში რომ ვერაა,თვითონაც კარგად იცის,მაგრამ ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდაო,ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს.მწვრთნელის სიტყვები ხომ არ ეწყინა?რატომღაც ასე მგონია.შვედებთან მატჩში სანიოლს ისეთი ხალხი სჭირდებოდა,რომელიც 90 წუთი,მთელ მოედანზე იბრძოლებდა და დღევანდელი ჩაკვე,ასეთი ნამდვილად ვერ არის.ამიტომ მწვრთნელის სიტყვები ისე უნდა გაიგოს,როგორც უთხრეს.ერთა ლიგის თამაშებამდე,გიორგი უკვე ფორმაში უნდა იყოს და მაშინ ასეთ საყვედურს,აღარავის ათქმევინებს.მისი შესაძლებლობები კარგად გვახსოვს და ძალიან მალე,კიდევ უკეთესს ველით.ნაკრებში კარგი შემტევი ჯგუფი ყალიბდება და ყოველთვის ყველას არ მოუწევს თამაში.ამან მათში ცუდი გაგებით დაპირისპირება არ უნდა გამოიწვიოს,თუ არ გვინდა ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.ეს ბიჭებმაც უნდა გაიაზრონ,მწვრთნელმაც და გულშემატკივრებმაც,ზოგიერთი ერთმანეთს რომ უპირისპირებს,ნაკრების კანდიდატებს.
სოსო
15 ნოემბერი 2021 00:16
1
გამოჩნდება უზბეკეთთან რა შეგვიძლია პირველ ნომრად თამაშის დროს . რაც შეეხება ჩაკვეტაძეს , იმის მაგივრად , რომ ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ ნაკრებში , არ შეიძლება პირიქით თავი ზედმეტად ვაგრძნობინოდ . ვერ მოუძებნა ერთად ადგილი ხვიჩას და ჩაკვეს , ჩანდა ეგ წინა თამშშიც , ადგე და სკამზე დატოვო ფეხბურთელი რომელიც ნაკრების ტვინია , გენტში არ მოიკლავენ მასზე ფიქრითა და ზრუნვით თავს , ჩვენ მაინც ნუ მოვექცევით მასე , ორი წელია ადამიანი ებრძვის მის თავზე დატრიალებულ უიღბლობას . გამაგრდი გიო , ყველაფერი ჩაივლის და კარგად იქნება მჯერა .
ATP 16
15 ნოემბერი 2021 00:11
5
ცუდი რაღაც ხდება. არ მგონია ჩაკვეტაძემ ასე ხელი შეუშალოს ნაკრებს რომ მისი თამაში თუნდაც ცოტა ხნით ვერ მოხერხდეს.
შეიძლება უბრალოდ მწვრთნელის სიტყვები ეწყინა და თავად თქვა უარი თამაშზე.(ვარაუდია)
არ შეიძლება მწვრთნელმა ეგრე იძახოს, რომ ფეხბურთელს თამაში არ დაუმსახურებია. მაშინ არც უნდა გამოეძახა.
ჩაკვეტაძეს უსამართლოდ ექცევიან და ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს მის ადგილას.
Winter
14 ნოემბერი 2021 23:12
10
შემეცოდა ჩაკვე,ესე საჯაროდ რომ გააკრიტიკა,როცა ფორმაში იყო თავი არასდროს დაუზოგავს ნაკრებისთვის,ახლა რთული პერიოდი აქვს და ცოტა რო გაემხნევებინა მწვრთნელს კარგი იქნებოდა
მარი
15 ნოემბერი 2021 00:44
5
მიზეზი თქვა პირდაპირ მწვრთნელმა - მისი სათამაშო ფორმა არ მაკმაყოფილებსო. სპორტი ასეთი რამეა - მოფერებას და ხვეწნას არავინ დაუწყებს როცა ფორმაში არ არის. გეთანხმებით, რომ ზედმეტი სიხისტეც არ არის კარგი მეთოდი, მაგრამ ჩაკვეტაძე დებიუტანტი აღარ არის და კარგად უნდა ხედავდეს განსხვავებას ნაკრებსა და კლუბს შორის
: )))))))
15 ნოემბერი 2021 11:21
0
ნაკრებში კონკურენციას ბუტიაობა მართლაც არ უხდება,მეტი რაღა დავინახოთ ფაქტია წინა გამოძაძებაზეც ეგრე მოიქცა,დროა საქმით დაუმტკიცოს!! ეს ოღონდ კლუბიდან უნდა დაიწყოს,ნაკრები სარეაბილიტაციო ცენტრი არაა,მერე გვიკვირს რატომ ბოლო 2 თამაში ..
ჩორნი
15 ნოემბერი 2021 00:07
1
მანუჩარ მაჩაიძემ 10 წელზე მეტი შეუცვლელად ითამაშა დინამოში ისე, რომ ერთი თამაში არ გამოუტოვებია არც ტრავმის, და არც ყვითელი ბარათების გამო. გიო უნდა შეხვდეს მაჩაიძეს და სთხოვოს რჩევა, თუ როგორ უნდა ივარჯიშოს, რა ჭამოს,რა დალიოს, მოთელვა როგორია საჭირო და ა.შ.
ქ. გ.
15 ნოემბერი 2021 10:20
0
კვარაც არ იყო ოქტომბერში ფორმაში მაგრამ ხომ ათამაშა ვილიმ? მერე შვედებთან უმაგრესად ითამაშა და ყველაფერი დადო ხვიჩამ.
უნდა მიეცა ჩაკვეტაძისთვისაც შანსი.
არ შეიძლევა ეგრე ამოჩემება ფეხბურთელის
.
15 ნოემბერი 2021 00:54
21
რეალურად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ თუ გაბუტვასთან გვაქ საქმე მოსაწონი რა თქმა უნდაა არაა, მაგრამ მე არც სანიოლის ნათქვამი მომეწონა ჩაკვეტაძემ ვერ დამანახა, რომ თამაშის ღირსი იყოო ბიჭი ამხელა ფსიქოლოგიური სტრესიდან ბოლომდე არ გამოსულა და არ შეიძლება. თან ხვიჩა ფორმაშია არაა ფორმაში რუბინი მაინც ათამაშებს და აძლევს საშუალებას შევიდეს ფორმაში და ეს გენტი არ შვება მასე სამწუხაროდ.
Ttt
15 ნოემბერი 2021 12:22
0
საერთოდ , მიკერძოების ფაქტები არ უნდა არსებობდეს ნაკრებში და თუ გამოძახების კრიტერიუმი ფორმაში მყოფი ფეხბურთელია მხოლოდ , მაშინ ამ შესარჩევში კაკაბაძეზე მეტი შეცდომა არავის დაუშვია უთამაშებლობის გამო , თუმცა შანსს მაინც აძლევენ . და იმ შეცდომას რომ გოლი მოყოლოდა შვედეთთან , ვიყავით მერე ამ შეხვედრის მომგებები ? თუმცა სანიოლს არ მასოვს კაკაბაძის მიმართ უკმაყოფილება გამოეხატოს ! ჩაკვეტაძეს არაფერი გაუფუჭებია უთამაშებლობით , უბრალოდ გუნდს ახალი ლიდერი ყავს თა მისი როლი მცირდება და ამ დროს ესე ღიად გამოხვიდე და გააკრიტიკო , ეს ღიად მიანიშნებს იმაზე რომ არ გჭირდება ! არ შეიძლება ჩაკვეს ასე გაფუჭება , პირიქით დახმარება ჭირდება და ნუ დავტოვებთ ჯაკობიას იმედად , რადგან წლების მერე ყველანი ვინანებთ მიღებულ შედეგს . მას ისე როგორც არასოდეს ნდობა და გვერდით დგომა სჭირდება .
ATP 16
15 ნოემბერი 2021 12:02
0
ვითომ ტრავმის გამო?!
დათო
14 ნოემბერი 2021 22:50
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული