საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 7 ადგილით წინ წაიწია

AutoSharing Option
განახლდა ფიფას რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა წინ წაიწია.

ზედიზედ სამი გამარჯვების (კოსოვოსთან, შვედეთთან და უზბეკეთთან) შედეგად საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 93-დან 86-ე ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს მარტში ჩაატარებს და სავარაუდოდ, იქამდე მის რეიტინგში განსაკუთრებული ცვლილება არ მოხდება.

"ჯვაროსნების" საუკეთესო მაჩვენებელი 42-ე პოზიცია იყო, ხოლო უარესი - 156-ე.

რეიტინგს ისევ ბელგია ლიდერობს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, ხოლო მესამეზე საფრანგეთი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს რეიტინგი როგორ დგება რანაირადაა ბელგია წლებია რეიტინგის პირველი ნომერი, რა მსოფლიო ჩემპიონია თუ რა ჯანდაბაა, მაგარი სირობაა ეს რეიტინგი
ucnobi
10:40 20-11-2021
1
მხოლოდ 7 პოზიცია. უფრო მეტს ველოდი 3 მოგების შემდეგ. რის მიხედვით იწერება ეს კოეფიციენტები ვერ გავიგე ვერცერთხელ.
qomagi
08:46 20-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული