განახლდა ფიფას რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა წინ წაიწია.
ზედიზედ სამი გამარჯვების (კოსოვოსთან, შვედეთთან და უზბეკეთთან) შედეგად საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 93-დან 86-ე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს მარტში ჩაატარებს და სავარაუდოდ, იქამდე მის რეიტინგში განსაკუთრებული ცვლილება არ მოხდება.
"ჯვაროსნების" საუკეთესო მაჩვენებელი 42-ე პოზიცია იყო, ხოლო უარესი - 156-ე.
რეიტინგს ისევ ბელგია ლიდერობს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, ხოლო მესამეზე საფრანგეთი.