"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილმა გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში საქართველოს ნაკრების განვლილი შეხვედრები შეაფასა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, კარგი დასაწყისი იყო, მერე სექტემბრის თვეში ჩავარდნა რომ არ ყოფილიყო, მშვენიერი იქნებოდა, ბოლოს მაინც ასე რომ ვთქვათ, დადებით ნოტაზე დავასრულეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, სამომავლოდ სწორედ ამაზე ვმუშაობთ - სტაბილურობა. აუცილებელია, ჩვენი თამაშები გულისცემასავით არ იყოს, მსგავსი ვარდნა არ უნდა განმეორდეს, სტაბილურობა აუცილებელია, მომავალში ამაზე კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვექნება.

კონკრეტულად რაც შეეხება შვედეთთან თამაშს, თქვეს, რომ 3 ქულის ასაღებად ჩამოვიდნენ
და მარტო მოგება აწყობდათ, იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ გასვლა უკვე ესპანეთთან ჰქონდათ, სადაც უკვე ფრეც საკმარისი იქნებოდა, მათგან განწყობა მხოლოდ 3 ქულაზე იყო, თუმცა ამანაც განაპირობა ჩვენი კარგი თამაში, იმიტომ რომ როცა ანალიზი გავაკეთეთ მე და ვილიმ, ბიჭებს მარტივად მივაწოდეთ, რომ მინუსები ჰქონდათ ფლანგის შემტევებზე, ფორსბერგს და ვფიქრობდით, კულუსევსკის. ესენი ისეთი ფეხბურთელები არიან, რომ თავდაცვაზე არ არიან ორიენტირებულნი, ჩვენ კი კონტრშეტევები ლობჟანიძის, კვარაცხელიასა და აზაროვის მხრიდან ავაწყვეთ. ამ სისწრაფეების გამოყენება კარგად გამოვიდა, ეს იყო ერთადერთი გასაღები, ვერანაირად გავაკეთებდით აქცენტს იმაზე, რომ ზლატანისთვის ორთაბრძოლები გინდა თუ არა ხოჭოლავას, კაშიასა და კაკაბაძეს მოეგოთ, გამორიცხული თემაა, იმიტომ, რომ ვერ დაავალებ ამას ფეხბურთელს. უფრო ფლანგებიდან შეტევების გამწვავება იყო ჩვენი პლიუსი და ვფიქრობ, ბიჭებმა კარგად გააკეთეს და სისწრაფეებიც მშვენივრად გამოიყენეს.

პირველი ნაბიჯი რაც შვედეთის თამაშის შემდეგ გადაიდგა, ეს იყო უზბეკეთთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, ამხანაგური თამაში იყო და შვედეთთან მოგება არ შეედრება უზბეკეთთან გამარჯვებას, მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ რაც ჩვენ ფეხბურთელებს დავავალეთ, ნაწილობრივ ეს შესრულდა და თამაშიც მოვიგეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სტაბილურობა ზუსტად ესაა, შვედეთთან მოგებული თამაშის შემდეგ ვიღაც ეიფორიაში არ ჩავარდნილიყო და მეტი ემოცია არ დაეხარჯა. ჩავთვალოთ, რომ შვედეთთან მატჩის შემდეგ მეორე ოფიციალური თამაში გვქონდა, იქ ფიზიკური დატვირთვა იყო უფრო მეტი, ისინი უფრო მხნედ იყვნენ, ეს გასაგებიც იყო, უბრალოდ თამაშის მიმართ განწყობა, რომელიც მეორე ტაიმში უფრო გამოჩნდა... ჩვენ მხოლოდ 3 შემტევი ფეხბურთელი შევცვალეთ და მეკარე კუპატაძეს მივეცით შანსი, რადგან ბულგარეთთანაც კარგად იდგა. ასე რომ, ეს ბალანსი დავიჭირეთ, ყველაზე მთავარი, რაც მოგებასთან ერთად იყო, თვითონ ფეხბურთელების განწყობა და დამოკიდებულება გახლდათ. ზუსტად ეს გვინდა, რომ ყველა თამაში ნაკრებში არაგამორჩეული იყოს, რადგან ნაკრებში ყველა თამაში ასეთია.

ახალგაზრდული ნაკრების წარმატება

ახალგაზრდულ ნაკრებს რაც შეეხება, ინგლისის ნაკრები ამ ასაკში ევროპაში ნომერ პირველია, ამ ასაკობრივებში ბრიტანელებმა რაღაც დიდი ნაბიჯი გადადგეს. პრემიერ ლიგის ფეხბურთელები ჰყავთ და ასე რომ ვთქვათ, ეთამაშები ამხანაგურ თამაშს. თვითონ რამაზ სვანაძემ ფეხბურთელებს სწორი მიმართულება მისცა, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირა ტექნიკური და უფრო სწრაფი თამაში, არ ჩაჯდა უკან და 3:0-ზეც იგივე გააგრძელა. ეს სასიხარულოა, ინგლისს რომ 3:0-ს უგებ, გინდა არ გინდა თავდაცვაზე ფიქრობ, ეს ფეხბურთელის ფსიქოლოგიაა. ბოლოს ის 2 გოლიც სტანდარტულიდან გავიდა. ასე რომ, ძალიან კარგად იყო თამაში დაგეგმილი და მთავარი მწვრთნელისგან ის კარგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, ვინც ეს შეასრულა. მეც ვიყავი, ვუყურე, მანამდეც გაფართოებულ სიას ვნახულობთ ხოლმე, რადგან 2023 წელს ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, ჩვენც ხელს შევუწყობთ, რომ ეროვნული ნაკრებიდან ვისაც უწევს იქ თამაში, ითამაშოს, 7-8 ფეხბურთელი გვყავს ასეთი... რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა საუბარი, ვილისთან ერთად რამაზიც იყო და ამაზე ვილაპარაკეთ, ეს ცოტა კიდევ წინ არის და ჯერ ერთა ლიგაა და ეროვნულია პრიორიტეტი, ამაზე იქნება შეთანხმება, როგორც ჩვენ წამოვიყვანთ ახალგაზრდებიდან, ისე 2023 წელს ჩვენც დავახმართ წამყვან ფეხბურთელებს.

გადავიდეთ ტაქტიკურ დეტალებზე

ჰქონდა ვილისაც აზრი 3 მცველთან დაკავშირებით. უბრალოდ ახალი ჩამოსული იყო და რა თქმა უნდა, არც ერთი ახალი მწვრთნელი არ გარისკავდა და 4-3-3-იდან 3-4-3-ზე არ გადაიყვანდა. ეს ნელ-ნელა დავგეგმეთ, იგივე ბულგარეთში. იყვნენ ისეთები, რომლებიც ვინგერად ითამაშებენ, ესენი თუ არ გყავს, რაც არ უნდა ფილოსოფია გქონდეს, ვერ დააყენებ ჭკვიან ფეხბურთელს ფლანგზე, იქ უფრო ძალისმიერი და სწრაფი ფეხბურთელი გინდა. ასე რომ, მოგვეცა იმის საშუალება, რომ ვინც ძირითად ბირთვს ქმნიდა ყველა გვყადა, კიტეიშვილი და მიქაუტაძე ამოვარდნენ. გვყავდა კვარაცხელია, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, ზუკაც, ვაკოც და ა.შ. ყველა გვყავდა, სულ დეფიციტი იყო, ასე რომ, ძირითად ბირთვში მყარად ვიდექით, ამიტომ გადავწყვიტეთ და ვფიქრობ, კარგად გაამართლა. აზაროვს უთამაშია ეს სისტება ახალგაზრდულში, ბევრ ფეხბურთელს ნათამაშები აქვს, იგივე ხოჭოლავასაც, კაშია გამოცდილია და მისთვის აღქმა აღარ წარმოადგენს სირთულეს, გურამი ძველი ღვინოსავითაა, ასაკის მატებასთან ერთად უფრო უმატებს. ძალიან გვსიამოვნებს, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს. ვხედავთ, რომ ამ სათამაშო სისტემაში ბურთის ფლობა უფრო გვაქვს, რაც ერთა ლიგაზე გამოგვადგება, თუ გვინდა რომ ევროპაზე გავიდეთ, ბურთის ფლობა საჭიროა, იქ არც ესპანეთია და არც იტალია. პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ და მოედანზე დომინანტები ვიყოთ, რითაც მოგებას დავისახავთ. ვფიქრობ, ამ ტაქტიკაში ბურთის კონტროლი უკეთ გამოგვდის და გამოგვივა კიდევაც, ამიტომაც ამ გადაწყვეტილებამდე მივედით"

ჩაკვეტაძე და ვოლკოვი

ჩაკვეტაძე ჭკვიანიცაა და სწრაფიც, თუნდაც წინა შეკრებაზე გამიკვირდა, რომ გიორბელიძეს გაასწრო. ჩაკვეტაძის ადგილი ყოველთვის მოიძებნება, ნაკრებში გვჭირდება კარგ ფორმაში მყოფი გიო, ნაკრები სამედიცინო ცენტრი ხომ არ არის, რომ ფორმა აქ აკრიფოს. ვარჯიშებზე პლუს გუნდში უნდა იბრძოლოს.

ვოლკოვზე ვილიმაც განაცხადა, რომ ჩემს თავზე ნაწყენი ვიყავიო, მეც მეწყინა, დათო ჩვენ გაფართოებულ სიაში გვყავდა, ხაზგადასმული არ გვყოლია, ვოლკოვიც მოიაზრებოდა, მოხდა ისე, რომ 1-ელ, მე-2 და მე-3 შეკრებაზე ვერ მივიწვიეთ, მიქაუტაძე, რომ ტრავმის გამო ამოგვივარდა, ხელსაყრელი მომენტი იყო, თან წინა ტურში ჰეთ-ტრიკი ჰქონდა შესრულებული, მანამდეც გოლები არ დაუკლია, ასე რომ, 15 წუთი ვისაუბრეთ, გადავავლეთ თვალი ბოლო თამაშს, პირველი რაც შეამჩნია ის იყო, რომ იშვიათია ქართველი ფეხბურთელი მცველს ზურგსუკან გაიხსნას, ნამდვილად კარგი ათლეტია. მიხარია, რომ ჩვენ რაც უფრო მეტ კონკურენციას შევქმნით, გუნდში უკეთესია, რადგან კომფორტის ზონიდან გამოვლენ სპორტსმენები. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, არ უნდა მოუკლოს, უნდა მოუმატოს.

კონკურენცია

ჩემს დროსაც ასე იყო და ყოველთვის ასეა, თუ ინფორმაცია სწორად არ მიეცი. ასე ვთქვათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში როდესაც თამაშობ, მანდ უკვე თემა იმაზე არ უნდა იყოს, რატომ მე? მე აღარ უნდა არსებობდეს, როცა ნაკრებში თამაშობ, იქ ჩვენ ვართ. ვერავინ დამაჯერებს, როდესაც ვინმეს სათადარიგო სკამზე სვამ, ის მაშინ ბედნიერი იყოს, გამორიცხულია, სულ რომ ფეხბურთელი იღიმოდეს, მაინც არ დამეჯერება, რადგან იმას გულის სიღრმეში მაინც ხინჯად აქვს, რატომ ვზივარ მე, ეს არ უნდა გამოამჟღავნოს. ეს უკვე დავინახეთ, რომ მეობა გვერდით გადაწიეს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეროვნული ნაკრები მისია, ცდება, რადგან ეს არც ჩემია, არც შენი, ეს ყველასია. რაც მეტი იქნება ფორმაში, უკეთესია, ბედნიერები ვიქნებით, რადგან ჩვენზეა ამ შემთხვევაში დამოკიდებული, ვის ავირჩევთ, ჩაკვეტაძე რომ ფორმაში იქნება, "კიტე" რომ დაბრუნდება, წიტაიშვილი კარგ ფორმაშია, "კვარა", ზუკა, ვაკო, რა ვიცი ამდენი ფეხბურთელი ერთ რგოლში რომ ტრიალებს და ყველა ფორმაშია, ეს ხომ ბედნიერებაა. უბრალოდ ფეხბურთელმა, ვინც ნაკრებში ჩამოვა თუ არ ჩამოვა, უნდა იცოდეს, რომ ეს ეროვნული ნაკრებია, გადაწყვეტილება მივიღეთ და პატივი ეცით.

ოქრიაშვილი საბერძნეთთან არ დავაყენეთ, ესეც საფეხბურთო ამბავში შეიძლება. განაწყენებულია, ვარჯიშზე ჩემთან მოვიდა, მერე რა მოხდა, არ არსებობს ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დასვა და ბედნიერი იყოს. როდესაც შემოვიდა, ბიჭებსაც ვუთხარი, ჩემთვის საუკეთესო იყო, იმ დროში რაც მოედანზე გაატარა, რისი თქმა მინდა იცით, უნდა გაბრაზდე კიდევაც, აბა ბედნიერი და გაღიმებული სახით თუ არ თამაშობ, მაშინ ვერ ხარ კარგად. შენ ახლა ცხვირი ჩამოუშვა და დამანახო, რომ ხასიათზე არ ხარ, ბოდიში და აღარც შემოგხედავ, მე ერთ რაღაცას ველოდები, ასევე სხვა მწვრთნელებიც, რომ შემოვა მოედანზე ფეხბურთელი, რას გააკეთებს. ოქრიაშვილი მოედანზე რომ შემოვიდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ დროში, ყველაფერი მოედანზე უნდა დაამტკიცო.

მიღწევა და ჩავარდნა

უარყოფითი რაც შეიძლება იყოს, ცხადია სექტემბრის თამაშებია, რა თქმა უნდა, ქულები დავკარგეთ, თორემ ბევრი რამ ვისწავლეთ, წავიქეცით, სწრაფად წამოვდექით და ანალიზი გავუკეთეთ ჩავარდნას. მიღწევაზე საუბარი ზედმეტია, ერთი თამაშის მოგებით ამას ვერ აღვიქვამ, იქ შოტლანდია და შვედეთი ჩავტოვეთ, ჩვენ რა... თუ მიღწევა არამარტო შედეგებში იგულისხმება, არამედ აღმოჩენილ ფეხბურთელებში, მაშინ გეტყვით, რომ ბევრ ფეხბურთელს კარი გავუღეთ, მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატიდან ბევრი გამოვცადეთ, კიდევ ბევრს გამოვცდით, მოგვცემენ ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიხარია, როდესაც ახალგაზრდები დიდებს ერწყმიან.

გზა ივლისის მატჩებამდე

16 დეკემბერს კენჭისყრა იქნება, მერე რა კალათაშიც მოვხვდებით, მსგავი დონის გუნდებთან გვექნება მატჩები (მარტში), რომ დაახლოებითი სურათი მივიღოთ, ივნისში უკვე გადაბმულად 4 ოფიციალური თამაში გველის, ძირითადი კი ეს იქნება, რადგან 4 თამაშში უკვე ან იქით ხარ ან აქეთ. ფიქრს ქვეჯგუფის გამოქვეყნების შემდეგ დავიწყებთ" - განაცხადა ხიზანიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამათ ვერ გაუკეთებიათ დასკვნა რო ოქრიაშვილი და ვაკო მოსაშორებლები არიან.
ან რა ითამაშა ოქრიაშვილმა საბერძნეთთან?აუტიდან ჩამოწოდებული ბურთი მიიღო მკერდზე და მერე კუთხური მოიპოვა-ეს იყო და ეს.კაცი ვერ გარბის,არ გააქვს გოლი(კოსოვოსთან,მეკარემ რო მიუგორა ეს არ ითვლება),არ აკეთებს საგოლე გადაცემას.
წიტაიშვილსაც ჯერ გრაფაში 0/0 აქვსმაგრამ ის თამაშობს,დარბის და სასარგებლოა.
აგერ ახალგაზრდულში ბიჭები დაფრინავენ და რაღა დროს ბაჯბაჯა ფეხბურთია.
ცალკე თემაა ჩაბრაძე-არ არის გამოსაძახებელი,არ არის ნაკრების დონის კი არა ბათუმის დონისაც არ არის სამწუხაროდ.
ცალკე თემაა ხვადაგიანი-ტიპი ეროვნულ ჩემპიონატშიც უსუსტესი მცველია,აზრზე არაა და ნაკრებში ვის მოუვიდა აზრად გამოძახება?ახალგაზრდულშიც რო დააყენეს ინგლისთან იქაც აზრზე არ იყო,გულაობდნენ მის ზონაში ინგლისელები. კალაძე მაგაზე უმცროსი იყო ნაკრებში რო დააყენეს და ვიერის ფეხი არ გაანძრევინა და ამან ბურთის გაჩერება არ იცის,არადა ფაქტია ნაკრებში მიიწვიეს.
Levani
20:40 20-11-2021
15
კი კარგია,მაგრამ ამიხსენიᲗ Თუ ყველამ ყველაფერი მიხვდა რას გეკამაᲗებოდა Შეცვლის Შემდეგ ოქრიაᲨვილი,ᲦმერᲗმა გაუმარჯოს.მაგრამ კარგიᲗ რა კვიპროსᲨი ᲗამაᲨობ ტალანტი გაანიავე რას იბრიქები Შევიდა ვოლკოვი იბრᲫოლა,გამოვიდა მეორე ᲗამაᲨზე და Შეაგდო,კანკავა Შეიცვალა და სწორია მადლობა.ყველა Ძველებს,მოდის ახალი Თაობა ᲫველებᲗან ერᲗად წინ საქარᲗველო.
გოჩა
20:11 20-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული