ვინ უნდა იყოს "ვალენსიას" პირველი მეკარე? - ესპანური მედია მსჯელობს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაშის შემდეგ ხოსე ბორდალასი ისევ დილემის წინაშეა - ვინ უნდა იყოს "ვალენსიას" პირველი მეკარე? უახლოესი შეხვედრა ბილბაოს "ატლეტიკთან" თასის ნახევარფინალია - 11 თებერვალს.

ბორდალასმა "რეალ სოსიედადთან" გოლგაუშვებელი (0:0) მატჩის შემდეგ თქვა: "გიორგის ცოტა სამუშაო ჰქონდა, მაგრამ თავი კარგად გაართვა. ვინ ითამაშებს შემდეგ მატჩში? - ხუთშაბათამდე დიდი დროა..."

რა თქმა უნდა, ხაუმე უფრო გამოცდილი მეკარეა. ნეტო კარგ ფორმაში იყო, "ღამურების" ყოფილმა თავკაცმა მარსელინიომ კი ის გუნდში მაინც შეინარჩუნა. თუმცა მამარდაშვილმა, ასაკის (21 წელი) მიუხედავად, ძალიან დამაჯერებლად ითამაშა.

ქართველი
მეკარე "სოსიედადთან" საჰაერო ორთაბრძოლებში დომინირებდა და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა - ახლოდან დარტყმულიც მოიგერია და ერთხელ მეტოქეს სივრცე შეუზღუდა, რათა მას გოლი ვერ გაეტანა...

უფრო რეალურია, სილესენმა სათასო შეხვედრებში არ იასპარეზოს და ის "ლა ლიგის" მომდევნო ტურში დაბრუნდეს...

მომზადებულია superdeporte-ის მიხედვით

altEldesmarque: ბორდალასმა მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

altas: "ბორდალასმა იცის, რომ თუკი მომავალ ზაფხულს სილესენი გუნდიდან წავა, მამარდაშვილი მის განკარგულებაში იქნება

მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ერჩის ეს ბორდსლესი მამარდას? ძალიან მაგარი მეკარეა და უახლოეს პერიოდში პრომერაში ნომერ პირველი იქნება,ბორდდლეს მალე გაუშვებენ გუნდიდან
ემიგრანტი
19:04 09-02-2022
3
ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში თამაში ადვილი არაა, იდგე ვალენსიას კარში ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მალადეც მამარდაშვილს ის ვალენსიას და ნაკრების პირველი მეკარე უნდა იყოს.
qomagi
16:44 16-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული