as: "ბორდალასმა იცის, რომ თუკი მომავალ ზაფხულს სილესენი გუნდიდან წავა, მამარდაშვილი მის განკარგულებაში იქნება"

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი მოედანს 5 თვის შემდეგ დაუბრუნდა და "ვალენსიას" კარი "მშრალად" შეინახა. "ღამურებმა" ასე სულ 6-ჯერ მოახერხეს და 3 შემთხვევაში გოლი სწორედ ქართველმა მეკარემ არ გაუშვა...

მამარდაშვილი უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩუმად ბევრს ვარჯიშობდა და ხოსე ბორდალასმა ეს დაუფასა. მიუხედავად იმისა, რომ თასზე გიორგის უთამაშებლობამ კითხვის ნიშნები დატოვა, მთავარ მწვრთნელს ზამთარში მისი გაშვება არ სურდა. ბორდალასმა იცის, რომ თუკი მომავალ ზაფხულს სილესენი გუნდიდან წავა, მამარდაშვილი მის განკარგულებაში იქნება.

ქართველი მეკარე ისევ იფიქრებს, რომ სილესენის დაბრუნება, სავარაუდოდ, სათადარიგოდ აქცევს, მაგრამ ახლა ის
უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი.

მომზადებულია as-ის მიხედვით

altშემდეგ სიტყვების "შელამაზება" რომ არ დაგვჭირდეს... - "ჩაკვეს" და "მამარდას" დაბრუნება

alt"რატომ ვერ მოვიგეთ? კარში მამარდაშვილი იდგა" - "სოსიედადის" მეკარე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული