საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში ბოსნია-ჰერცეგოვინაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის სარაევოში ემზადება. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში ვილი სანიოლის გუნდმა 22 მარტს პირველი ვარჯიში გამართა. საფეხბურთო კლუბ "სარაევოს" ბაზაზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ლაშა დვალი გუნდთან ერთად ვარჯიშს, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს. ეროვნულ ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი 23 მარტს შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების წლის პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვაკო გვილიამ მოახლოებულ მატჩებზე მოკლე კომენტარი გააკეთა: "ჩვენთვის ახალი ეტაპი იწყება, ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს გასვლაზე. რა თქმა უნდა, მთელი აქცენტი კეთდება ივნისის თამაშებისთვის
მოსამზადებლად. ნაკრებში ამხანაგური შეხვედრები არ არსებობს. ეროვნულ გუნდში ყოველთვის მოსაგებად ჩამოვდივართ, ახალი სქემების და ტაქტიკის შესამუშავებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ ივნისის ოფიციალურ მატჩებს".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

25 მარტი - 23:45 ბოსნია/ჰერცეგოვინა - საქართველო

29 მარტი - 20:00 ალბანეთი - საქართველო

ორივე თამაშის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
მართლა არ მესმის რატომ კუპატაძე და არა მაკარიძე, ან გუგეშაშვილი?
გასაყიდია კაი ფასში კუპატაძე და მაგიტომ?
ბს
14:51 23-03-2022
1
დამნიშნეთ რა მე მწვრთნელად(კაცურად).ყაზაიშვილებს,ქვილითაიებს,ოქრიებს,კაშიას,ლორიას,აბურჯანიას,კვეკვესკირს,კაჭარავას,ჩაბრაძეს,კობახიძეს ვერ ნახავთ ნაკრებში.
Levani
12:54 23-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული