ქართველებმა ბოლოს 15 ნოემბერს უზბეკეთთან, ასევე ამხანაგურში (1:0) გაიმარჯვეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ ბოსნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან (0:1) დამარცხდა.
ბოსნიას ზედიზედ 3 მარცხი აქვს - მანამდე ფინეთისა და უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში წააგეს. რვა მატჩიდან შვიდი ქულით ბოსნიელებმა შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.
"დრაკონებმა" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, მაგრამ შემდეგ ბოლო ორი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. ბოსნიელებს
ამასობაში, საქართველომ ასევე ვერ შეძლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, თუმცა "ჯვაროსნებმა" საკვალიფიკაციო ეტაპი მაღალ დონეზე დაასრულა - გაიმარჯვეს სტუმრად კოსოვოსთან (2:1) და შინ (2:0) შვედეთთან. შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი ამ მატჩის წინ თავდაჯერებულ განწყობაზეა და ბოსნიის მსგავსად, ისინიც უეფას "ერთა ლიგის" ივნისში დასაწყებად ემზადებიან.
საქართველოს არასოდეს მიუღია მონაწილეობა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ისინი 2018 წლის ბოლოდან მოყოლებული პროგრესირებენ. ბოსნიასა და ალბანეთთან დაპირისპირებები გიბრალტარის ნაკრებთან 2 ივნისის შეხვედრის გენერალური რეპეტიცია იქნება.
ბოსნიას წამყვანი ბომბარდირი და კაპიტანი ედინ ჯეკო მომდევნო ორი ამხანაგური მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია - 36 წლის ფეხბურთელი ქართველებთან მასპინძლების შეტევებს უხელმძღვანელებს.
მთავარ მწვრთნელ პეტევს შეუძლია დებიუტანტები - ვლადან კოვაჩევიჩი, ჰრვოე მილიჩევიჩი და ამარ დედიჩი ათამაშოს.
ქართველთა მწვრთნელი სანიოლი ამ მატჩისთვის საუკეთესო თერთმეტეულს შეარჩევს. გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი აკლია, რომელსაც ეროვნულ გუნდში 13 გოლი აქვს გატანილი. შეტევაში მთავარი ფიგურა ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 12 მატჩში მეტოქეთა კარი 5-ჯერ შეარხია, მათ შორის, ესპანეთის ნაკრებისაც.
ვეტერანი მეკარე გიორგი ლორია, სავარაუდოდ, ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, გურამ კაშია კი გუნდის კაპიტანი გახდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბოსნია-ჰერცეგოვინა (4-4-2): ვასილი; აჰმედჰოჯიჩი, კოვაჩევიჩი, ჰაძიკადუნიჩი, სივიკი; სტევანოვიჩი, გოჟაკი, ციმიროტი, ჰაძიაჰმეტოვიჩი; მენალო, ჯეკო
საქართველო (3-4-3): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი; ლობჟანიძე, გვილია, კვეკვესკირი, გიორბელიძე; წიტაიშვილი, ყაზაიშვილი, კვარაცხელია
მომზადებულია sportsmole-ის მიხედვით
სანიოლი: სწორ გზაზე ვართ - მოუთმენლად ველი მატჩს
სავარაუდო შემადგენლობა ბოსნიასთან - სანიოლს ორიგინალური ჩანაფიქრი აქვს?
მაღალი ხარისხის თამაში უნდა დაიდოს და მოგებაზე უნდა გავიწიოთ ორივესთან, აბა თქვენ იცით, დადეთ მაქსიმუმი სამშობლოსთვის და თქვენი გულშემატკივრებისთვის!