მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და კარგი შანსი კოვაჩევიჩმა ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ტემპი კი დაბალი იყო. „ჯვაროსნები“ სახიფათო იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი აქტიურმა დავითაშვილმა შეჰიჩის კარში ვერ გადაგზავნა. 23-ე წუთზე კაშიას ბურთი დემიროვიჩმა აართვა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მიზანს ვერ უწია. ტაიმის დასასრულს მასპინძელთა გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.
ზენიცა. „ბილინა
პოლიე“
ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო
ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო
ბოსნია-ჰერცეგოვინა: შეჰიჩი, აჰმედჰოჯიჩი, კოვაჩევიჩი, სანიჩანინი, სტევანოვიჩი, გოიაკი, ჰაჯიაჰმეტოვიჩი, კრუნიჩი, კოლაშინაცი, დემიროვიჩი, ჯეკო
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, ლობჟანიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე