სანიოლი: საქართველო ძლიერი ქვეყანაა - ეს ესპანეთთან და შვედეთთან ვაჩვენეთ

AutoSharing Option
წლის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ბოსნია-ჰერცეგოვინას 1:0 სძლია, ნამატჩევს კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"მეტოქეს არავითარი სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ძველი სისტემით ითამაშეს. ჩემი აზრით, კარგი შეხვედრა იყო. შედეგი ისეთია, როგორიც არის. შეიძლებოდა 1:1 ან 2:2 ყოფილიყო. ჩვენ ახალი ტაქტიკა გამოვცადეთ და ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ძალიან ბრძოლისუნარიანი ხასიათი გამოვავლინეთ.

თქვენ მართალი ხართ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თქვენ გოლი არ ჩაგითვალეს, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენ პენალტი არ დაგვიდეს. რას ვიზამთ, ხანდახან არბიტრის ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ამხანაგური
მატჩი იყო და ეს გუნდების მომზადებას ემსახურება. შედეგს ყველაზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

საქართველო ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი ხალხი ჰყავს, რომლებიც ბრძოლას მიჩვეულები არიან და ეს ფეხბურთელთა თამაშზე აისახება. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან და შვედეთან ეს ვაჩვენეთ. ვაჩვენეთ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენტალიტეტი. ზედიზედ ოთხი გამარჯვება ვიზეიმეთ და იმედია, ალბანეთსაც მოვუგებთ", - ციტირებს სანიოლს  sportsport.ba.

ba.n1info აღნიშნავს, რომ სანიოლი ნაკრებს წარმატებით ხელმძღვანელობს და დღეს თავისი ვიზავი ტაქტიკურ ორთაბრძოლაში სრულად დაჯაბნა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგადაც უნდა ითამაშოს გუნდმა მაგრამ ახლა ჩვენ ნაკრებს შედეგი ჭირდება მერე კარგი თამაშიც გამოგვივა
თეიმურაზ გვენეტაძე
28 მარტი 2022 03:06
0
ამ თამაშის ყურებას მართლაც სვარკის ყურება ჯობდა. შეადარე ნიდერლანდები-დანიას თამაში ჩვენ თამაშს. იქნებ ვცდები და ვინმეს მოგეწონათ, თუ ასეთი ფეხბურთი სანიოლს მოეწონა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ფებურთის სპეციალისტებო გამოთქვით თქვენი აზრი,რას გაჩუმებულხართ! ყველაფერი იყო ფეხბურთის გარდა.
ჭიკილო
27 მარტი 2022 13:11
0
ცენტრალური ნახევარმცველები ბევრს უნდა მოძრაობდნენ და პასების უკან გაკეთებაზე არ უნდა ფიქრობდნენ მთელი 90-წუთის განმავლობაში, დღევანდელ ფეხბურთში ნახევარმცველებზეა დამოკიდებული დიდ წილად თამაშის ბედი,ჩვენ ცენტრალურ ნახევარმცველებს კი მოძრაობა უჭირთ, არადა მოედნის ყველა ნაწილზე უნდა იბრძოდნენ და თამაშს წარმართავდნენ ისინი,ამ ყველაფერს კი კარგ ლიგებსა და კარგ გუნდეში მოთამაშე ნახევარმცველები ჭირდება, რო ეს ყველაფერი შეძლონ.ისე კი მოგება ყველასთან კარგია ვითუმეტეს სტუმრად,წარმატებები ნაკრებს და იმედია ხარვეზებსაც გამოასწორებენ ასევე წინ უფრო თამამად შეუტევენ.
qomagebi
26 მარტი 2022 17:29
1
რა არი თუ არ გინდათ თამაში რატომ გამოდიხღთ მინდორზე!?
კახა
26 მარტი 2022 15:23
6
სანიოლი საქართველოს გიმნს სწავლობს ნელ-ნელა! ყოჩაღ "ტრენერ"ალალი კაციხარ! აქა ხარ საქართველოში და გულსა და სულს დებ! ვაისივით კი არ გარბიხარ თამაშის დამთავრებისთანავე! კარგი გულის კაცი ხარ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს! ყური არავის დაუგდო შენით მართე ნაკრები და ამწელიწადში რაღაც დაგვეტყობა!
მწრთვნელი
26 მარტი 2022 13:35
0
გამარჯობა ვილჯან! კაი ჯიგრული საქმე მოხდა, მაგრამა ერთ ეს გვითხარი, თამაშის ბოლოსკენ ჩვენს საჯარიმოში, იმდენი ქართველი "მიტინგივით", რომ შეიყარა და ბურთის გამოტანის საკუთარი მაგივრად კარებისკენ იგერიებდნენ კაი ხანს - ეგ "მიტინგი" ალბანეთანაც არის დანიშნული?
შაკითვა
26 მარტი 2022 11:31
6
შენ გახსოვს ჩვენებს გოლი გაეტანოთ და დაცვაში არ ჩამდგარიყვნენ? სუსტები ვართ.
odala
26 მარტი 2022 14:06
0
კარგი რა! მოგება გამიხარდა და მადლობა ბიჭებს. მაგრამ..... აქ გავჩერდები... ნაცნობი მოვლენები და ისტორიებია.....
გუსანი
26 მარტი 2022 10:53
3
ფსიქოლოგიურად ძალიან სწორად უდგება ვილი, რაც თვითდაჯერებულობას მატებს ფეხბურთელებს
საქართველო
26 მარტი 2022 05:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული