რას მოგვცემს ეს გამარჯვება სამომავლოდ? - სანიოლმა ბევრი რამ გამოკვეთა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით წარმატებული სერია გააგრძელა და ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო - ამხანაგური დაპირისპირება ბოსნიაში (1:0). ერთი გამარჯვებაც და ისტორიულ შედეგს გავიმეორებთ....

ტაქტიკის განმტკიცება და ექსპერიმენტის სიმცირე

ამხანაგურებისთვის გამოძახებული შემადგენლობის გაგებისთანავე ცხადი გახდა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბევრ ცვლილებას არ გეგმავდა, თუმცა შეხვედრის სტატუსიდან გამომდინარე, თუნდაც ტაქტიკურ სიახლეებს ველოდით, რაც არ მოხდა.

როგორც გამოჩნდა, სანიოლმა მთელი აქცენტი მის მიერ იდეალურად მიჩნეულ და წარმატებული ტაქტიკის დახვეწასა და შეთამაშებაზე გააკეთა. გარდა ამისა, ალბათ ერთგვარ საზომად "ერთა ლიგის" ჯგუფის თანალიდერებთან გასვლით
მატჩებში თამაშის შესაძლო სცენარიც იყო აღებული.

ფრანგი თავკაცის მხრიდან მთავარი ექსპერიმენტი გიორგი წიტაიშვილის ახალ პოზიციაზე გამოცდა იყო - ის ბოლოს "ჩერნომორეცში" მცველად ათამაშეს და ჩვენს ტაქტიკურ სქემაში ვილიმ მთელი ფლანგი ჩააბარა. სათამაშო პრაქტიკის არმქონე მოთამაშის სადებიუტო პოზიციაზე თამაშის შეფასება გადაჭრით რთულია, თუმცა ეს ადგილი წიტაიშვილისთვის იდეალური ნამდვილად არ უნდა იყოს. გიორგიმ საჯარიმოსთან ბურთი რამდენჯერმე დაკარგა, მეტოქის შეჩერებისას გააფრთხილეს კიდეც და შეტევით ფაზაშიც აქტიური არ ყოფილა. ჩვენს ნაკრებს მარცხენა ფლანგზე ახლა ირაკლი აზაროვი აკლდა, შესაბამისად, აქ საკადრო დეფიციტი არ არსებობს და ნაკლები შანსია, სანიოლმა წიტაიშვილი სხვა დროსაც მცველად მოიაზროს.

ისევ ხვიჩას ფაქტორზე

საქართველოს ნაკრების წარმატება დიდწილად, მაინც ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალიზმზე დგას. "ჯვაროსნებმა" ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, თუმცა "კვარას" აფეთქების გარეშე, საგოლე ეპიზოდის შექმნა გაგვიჭირდა. მშვენიერია, როცა ასეთი ლიდერი გყავს - საკლუბო ამბებში ამხელა ცვლილებების მიუხედავად, თავის დონეს არ კარგავს, თუმცა ამას ყოველთვის ვიმეორებთ - მხოლოდ ერთი მოთამაშის ხასიათსა და სათამაშო ფორმაზე დამოკიდებულება მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ. ივნისში "ერთა ლიგაზე" ძალიან მჭიდრო გრაფიკია და წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ალტერნატივა უნდა გქვონდეს და არა უამრავი უკან პასი, ნაკლები რისკი, დაბალი ტემპი და ლიდერზე "ჩამოკიდება."

ასეთი ფორვარდი გვჭირდებ(ოდ)ა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქამდე, წინა ხაზზე არაერთი მოთამაშე გამოსცადა. ბუდუ ზივზივაძემ წინა შანსი კარგად ვერ გამოიყენა, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში ძალიან დიდი სამუშაო გასწია - მეტოქის მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, ბურთსაც ინარჩუნებდა, წინ მიიწევდა და მთავარი - მაშინ, როცა ხშირად მომენტების გამოუყენებლობაზე ვწუწუნებთ, ბუდუმ პირველივე შანსი გოლად აქცია, ეს კი ძალიან გვჭირდებ(ოდ)ა.

ფორვარდი გუნდის სათამაშო სტილს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. როცა წინა ხაზზე ისეთი მოთამაშე გვყავს, რომელსაც მხოლოდ მაღალი გადაცემებით ვამარაგებთ და შეტევის განვითარებას ასე ვცდილობთ, მრავალფეროვნება ნაკლებია. ოქტომბრიდან მოყოლებული, ფრანგი მწვრთნელი და მისი გუნდი ასე ნაკლებად იქცევიან, კიდეც.

Sportall.Ge

"ახალი სისხლი" ნახევარდაცვაში

საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას ჯაბა კანკავას შეცვლა უწევს, რაც მარტივი არ იქნება. დებიუტანტ ანზორ მექვაბიშვილს ცოტა დრო მიეცა და ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა მაინც ჩანს, რომ შუა ხაზს "ახალი სისხლი" სჭირდება. გასაგებია, ოთარ კიტეიშვილი ფორმას აკრეფს და ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება. საინტერესოა ისიც, სანიოლი გიორგი ჩაკვეტაძის ადგილს ახლა სად ხედავს?

გიორგი აბურჯანია კარგად გამოიყურებოდა, არც ართმევებსა და პრესინგის თამაშს მორიდებია, მაგრამ მას კლუბში ცოტას ენდობიან და ეს მის თამაშზე ნეგატიურ გავლენას მაინც ახდენს. ამავე სიტუაციაშია ვაკო გვილიაც, რომელიც აქტიურად შემოვიდა და თამაში გამოაცოცხლა - მას მუხტი სულ შემოაქვს...

მეკარის საკითხი

როგორც ვილი სანიოლმა დაგვიანონსა, ალბანეთთან (29 მარტს) ამხანაგურ შეხვედრაში ნაკრების კარში გიორგი მამარადშვილი დაიცავს. ამ საკითხზე ბევრი საუბარია და  ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას - გიორგი ლორია "ჯვაროსნების" მთავარი კიპერია და ამ ეტაპზე, ეს სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება. კარგია, როცა შენი ფეხბურთელი "ვალენსიას" კარს იცავს, თანაც "მშრალი" სერია აქვს, კონკურენციის ზრდაც ცუდი არასდროსაა, პირიქით...

ვილი სანიოლს გუნდის უკეთ შესწავლის კიდევ ერთი შანსი აქვს, ივნისიდან კი ძალიან დატვირთულ ბრძოლაში შევდივართ, სადაც წარმატებისთვის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი იქნება.

altსანიოლი: საქართველო ძლიერი ქვეყანაა - ეს ესპანეთთან და შვედეთთან ვაჩვენეთ

altსაქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბოსნიას სძლია და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 37 /
ნებისმიერი, თუნდაც ტოპ გუნდის წარმატება საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურ ქმედებებზეა დამოკიდებული, ასე იყო მესი ბარსაში, ასეა მბაპე პსჟ-ში და ა. შ. ეს ნორმალურია და ბედნიერებაა, როცა ასეთი ტოპი გყავს, მთავარი ნაკლი მაინც არის წყვეტაა ნახევარდაცვასა და შეტევას შორის, კვეკვე მუდმივად ფრთხილობს, მას გვერდით სჭირდება შემქმნელი, ანუ კიტე ან ვინმე ტეხნარი, ვინც გაამწვავებს და დროზე ამოიტანს ბურთს დაცვიდან. საბოლოოდ მაინც კარგ გუნდს აყენებს ვილი, აზაროვი და კიტე მაგრად გააძლიერებს გუნდს, ლორიას რაც შეეხება, შანსი არაა, რომ ერთი სისულელე არ გააკეთოს თამაშის დროს. ყოველთვის ერთ მაინც უხეშ შეცდომას უშვებს. მე მამარდა მირჩევნია.
26 მარტი 2022 13:51
1
ზივზივაძე ბოლოს მაგრად დაიღალა, მაგრამ საჭირო დროს მაინც დაიჭირა ბურთი ბოლო წუთებზე, ეტყობა ჯიგრიანი ბიჭია, უნდა მოუმატოს ქვილითაიამ, ჩაკვემ, კიტეიშვილმა და იმათმაც ვინც გუშინ ითამაშა, თორემ ძალიან სუსტად გამოვიყურებით მაინც. ისე ოთხი მოგება ზედიზედ ასწორებს რაც არ უნდა იყოს
რეზო
26 მარტი 2022 13:22
0
როგორ ვქვა რამე აუგი, იწვალეს მოხუცებმა დაცვაში, მადლობა, მაგრამ! ალოოო ტრენერიი!
აკა
26 მარტი 2022 13:09
10
ვფიქრობ ჯაბა კანკავას მხრიდან ნაკრების დატოვება,ნაადრევი იყო.მისი კლასის ჩამშლელი ჯერ არავინ გვიჩანს.ზაფხულის თამაშებში,გასვლით მატჩებში მაინც ძალიან გამოგვადგებოდა.თანაც შეგახსენებთ,რომ 100 სანაკრებო თამაშში,10 გოლი აქვს გატანილი და რამდენ ქართველ ფორვარდს აქვს ამდენი სანაკრებო გოლი?არც ისე ცუდი ყოფილა შეტევით ოპერაციებში,ისე გამოდის.რაც შეეხება ჩაკვეტაძის ადგილს,შეტევაში,მასაც,ირაკლი აზაროვსაც და ხვიჩა კვარაცხელიასაც აქვთ დისპეტჩერის მონაცემები.კიტეიშვილზე ხომ სალაპარაკოც არაფერია და იქნებ ჯანოც გაგვიცოცხლდეს.მისნაირი გამთამაშებელი ხომ ნაკრებში არავინ გვყავს.ჩვენი ბიჭები ძალიან ხშირად ტრავმიანობენ,ღმერთმა ყველა ჯანმრთელად გვიმყოფოს, მაგრამ მგონი ყველას მოუწევს თამაში,თუ არადა ცენტრში შემოწევაც ყოველ მათგანს შეუძლია და ადვილად გაუცვლიან ერთმანეთს ადგილებს.წიტაიშვილი, დაცვაში ძალიან სუსტი გამოჩნდა ფიზიკურ ორთაბრძოლებში და ამის გამო,ბურთებიც დაკარგა.ჩერნომორეცში ჰქონდათ მისი დაცვაში თამაშის მცდელობა და რამდენად გაამართლა არ ვიცი,მაგრამ ჯერ რომ ნაკრებში ამ პოზიციაზე სათამაშოდ მზად ვერ არის,მგონი დადასტურდა.ბუდუ წინა ხაზში ძალიან კარგად იბრძოდა,წინა თამაშებში კარგები იყვნენ ვოლკოვიც და მიქაუტაძეც,ბოლო ხანებში ქვილითაიამაც კარგი ფორმა აკრიფა და მგონი ჩვენს ნახევარმცველებს შეუძლიათ უფრო ხშირად სცადონ გამაწვავებელი პასების გაკეთება,ცენტრალური თავდამსხმელების მისამართით,ან თუნდაც ფლანგებზე.ჩვენ უკვე გვყავს ისეთი ბიჭები,რომლებსაც საჯარიმოში შევარდნა,ან ჩაწოდება შეუძლიათ.საამისოდ ცოტა მეტად გარისკვა და მეტი სირბილისათვის მზადყოფნა დასჭირდებათ,მხოლოდ
სოსო
26 მარტი 2022 13:05
1
დადებითი მხოლოდ იღბალი და მსაჯები იყო. დანარჩენი დადებითი რავი მე ვერ შევამჩნიე მდორე უფერული თამაში. მოგებას არვაკნინებ მაგრამ იმედის მომცემი მომავლისთვის ვერაფელი შევამჩნიე
beqa
26 მარტი 2022 13:00
15
ვერაფერი როგორ ვერ დაინახე? ამდენი ფეხბურთელი გვაკლდა, განსაკუთრებით დაცვაში და გოლი არ გავუშვით. ახალი სქემა გამოიცადა, უკვე მესამე სანიოლის ხელში. თავდამხსმელმა ითამაშა კარგად. ეს ვერაფერია?
ვერაფერი?
26 მარტი 2022 14:36
0
გასაგებია რომ არ ჰქონდათ კარგი თამაში, მაგრამ ის მაინც გაითვალისწინეთ ქართველი ფეხბურთელებიდან ნახევარზე მეტს კლუბში ბოლო პერიოდი როგორი რთული და მცირე ჰქონდათ, ალბანეთთან ვფიქრობ უფრო კარგად გადაეწყობა გუნდი...
smrzy))
26 მარტი 2022 12:54
0
Verafeli shedegis da msajebis shecdomis garda ver davinaxe kide igbalic chven mxares iyo. 1kombinaciuri sheteva ver gavaketet da vercertxel burti swrafad da sworad veramovitaneet
Rtgd
26 მარტი 2022 12:19
8
…იტალია - ჩრ. მაკედონიას უყურეთ!!! ერთხელ დაარტყეს კარებში, გოლი გაიტანეს და ფავორიტი იტალია მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დატოვეს, თან თამაში იტალიაში იყო!!! ჩვენ გასვლაზე ვთამაშობდით და უძნელესი თამაში მოვიგეთ!!! დაითვალეთ ბოსნიას გუნდის ფასი და მერე ჩვენი!!! მადლობა ნაკრებს!!!
დათო
26 მარტი 2022 12:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული