სანიოლმა წარმატების გზას კვარაცხელიას გარეშე უნდა მიაგნოს - მატჩის დღე!

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს (20:00 საათზე), ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ტირანაში ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.

"გრანადას" ფორვარდ მირტო უზუნის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გამათანაბრებელი გოლის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ ალბანელებმა ესპანეთის ნაკრებთან (1:2) წააგეს. ამასობაში ქართველებმა წარმატებული სერია გააგრძელეს და ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვეს. მანამდე ვილი სანიოლის გუნდს 5 მარცხი ჰქონდა. ასე რომ, პროგრესი სახეზეა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებმა ალბანელები 13 შეხვედრაში 7-ჯერ დაამარცხა (3 ფრე და ამდენივე მარცხი). ბოლოს ეს გუნდები 2015 წელს შეხვდნენ და ის ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. რაც შეეხება
ოფიციალურ დაპირისპირებას, უკანასკნელად ის 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში იყო...

"ლაციოს" მეკარე ტომას სტრაკოშა სასტარტოში მოხვედრას ცდილობს. ამისთვის მას სერიოზული კონკურენტი ჰყავს - "ტორინოს" კარის დარაჯი ეტრიტ ბერიშა. თურქული "ქონიასპორის" ფორვარდ სოკოლ ჩიკალეშს 1 გოლი აკლია, რათა ალბანეთის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდეს. კარგ ფორმაშია "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი შემტევი არმანდო ბროია, რომელსაც მიმდინარე სეზონში "საუთჰემპტონის" მაისურით 6 გოლი აქვს.

საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. მოსალოდნელია, რომ სასტარტოში "ულსან ჰიუნდაის" შემტევ ვაკო ყაზაიშვილს ვიხილავთ.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, 3-4-3 ტაქტიკით ითამაშებს:

გიორგი მამარდაშვილი; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი; საბა ლობჟანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, გურამ გიორბელიძე; ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე.

სანიოლის გუნდი ახლა მშვენიერ ფორმაშია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათ ალბანელები გოლს მაინც გაუტანენ. შესაბამისად, სავარაუდო ანგარიშია 2:1 - "ჯავაროსნების" სასარგებლოდ.

მომზადებულია sportskeeda-ს მიხედვით

altსაქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება

altსანიოლი: ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს

altკარში "მამარდა" და შანსი ვოლკოვს - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა


მკითხველის კომენტარები / 18 /
ყაზაიშვილი რომ ეთამაშებინათ ხვიჩას ტრავმა მოუგონეს.ხიზანას მოფიქრებული იქნება ეს ყველაფერი.
ნუკრი
29 მარტი 2022 12:32
15
ბროია უმაღლესი კლასისაა, ზოგადად ჩელსის აკადემია ძალიან ძლიერი ყავს, წარმატებები ჩვენს ნაკრებს
ქართველი
29 მარტი 2022 12:23
0
რა მოგება ტო, დიდი ანგარიშით არ წავაგოთ იმაზე იფიქრეთ, რა მაარდა მეცოდება მეორე თამაში და კიდე დიდი ანგარიში, უმძიმესი დარტყმა იქნება მისთვის.
რრრ
29 მარტი 2022 11:43
11
ამ ყაზაიშვილებს, კაშიებს, ოქრიაშვილებს და კიდევ ბევრ ასაკში შესულ "პერსპექტიულებს" ხომ ვერ ველევით რა
llcl
29 მარტი 2022 11:20
22
კაშიაზე არ გეთანხმები, ამიტომ დისლაიქი.
ყაზაიშვილი ოქრიაშვილზე მართალი ხარ. დიდი ხანია ვარჯიში და ფეხბურთი მაგათი პრიორიტეტი აღარ არის.
კაშიაზე არ გეთანხმები
29 მარტი 2022 11:39
5
უნდა მოვიგოთ, პრაგმატული და დალაგებული ფეხბურთით; ყველამ უნდა შეასრულოს თავის როლი და დავალება ძირითადმაც და სათადარიგომაც და შედეგი მოვა - ხვიჩა ცხადია უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა გუნდისთვის, მაგრამ ხვიჩას გარეშეც მაგრები ვართ და უნდა ვაჩვენოთ ყველას რო საქართველო არის ძალა!!!
ჩეტო
29 მარტი 2022 11:09
0
განხნევებას და გულშემატკივრობას ვაპირებ მე პირადად, ასეთი თუ ისეთ ფეხბურთის თამაშს აპირებენ მწვრთნელი და ფეხბურთელები.
საქართველოს ნაკრებია და უპირობოდ ვუგულშემატკივრებ ყველანაირ შემთხვევაში, ვიცი რო თვალისმომჭრელი სანახაობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ თუნდაც წინა თამაშის მსგავსად ითამაშონ და მოიგონ ყველა თამაში ვაააფშე არ ვარ წინააღმდეგი
აბა რა - ს
29 მარტი 2022 15:17
0
წინა თამაში დაგავიწყდა? ისეთი ფეხბურთით აპირებ თამაშს?
აბა რა
29 მარტი 2022 11:58
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული