სანიოლმა წარმატების გზას კვარაცხელიას გარეშე უნდა მიაგნოს - მატჩის დღე!

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს (20:00 საათზე), ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ტირანაში ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.

"გრანადას" ფორვარდ მირტო უზუნის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გამათანაბრებელი გოლის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ ალბანელებმა ესპანეთის ნაკრებთან (1:2) წააგეს. ამასობაში ქართველებმა წარმატებული სერია გააგრძელეს და ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვეს. მანამდე ვილი სანიოლის გუნდს 5 მარცხი ჰქონდა. ასე რომ, პროგრესი სახეზეა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებმა ალბანელები 13 შეხვედრაში 7-ჯერ დაამარცხა (3 ფრე და ამდენივე მარცხი). ბოლოს ეს გუნდები 2015 წელს შეხვდნენ და ის ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. რაც შეეხება
ოფიციალურ დაპირისპირებას, უკანასკნელად ის 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში იყო...

"ლაციოს" მეკარე ტომას სტრაკოშა სასტარტოში მოხვედრას ცდილობს. ამისთვის მას სერიოზული კონკურენტი ჰყავს - "ტორინოს" კარის დარაჯი ეტრიტ ბერიშა. თურქული "ქონიასპორის" ფორვარდ სოკოლ ჩიკალეშს 1 გოლი აკლია, რათა ალბანეთის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდეს. კარგ ფორმაშია "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი შემტევი არმანდო ბროია, რომელსაც მიმდინარე სეზონში "საუთჰემპტონის" მაისურით 6 გოლი აქვს.

საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. მოსალოდნელია, რომ სასტარტოში "ულსან ჰიუნდაის" შემტევ ვაკო ყაზაიშვილს ვიხილავთ.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, 3-4-3 ტაქტიკით ითამაშებს:

გიორგი მამარდაშვილი; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი; საბა ლობჟანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, გურამ გიორბელიძე; ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე.

სანიოლის გუნდი ახლა მშვენიერ ფორმაშია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათ ალბანელები გოლს მაინც გაუტანენ. შესაბამისად, სავარაუდო ანგარიშია 2:1 - "ჯავაროსნების" სასარგებლოდ.

მომზადებულია sportskeeda-ს მიხედვით

altსაქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება

altსანიოლი: ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს

altკარში "მამარდა" და შანსი ვოლკოვს - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა


მკითხველის კომენტარები / 18 /
უნდა მოვიგოთ, პრაგმატული და დალაგებული ფეხბურთით; ყველამ უნდა შეასრულოს თავის როლი და დავალება ძირითადმაც და სათადარიგომაც და შედეგი მოვა - ხვიჩა ცხადია უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა გუნდისთვის, მაგრამ ხვიჩას გარეშეც მაგრები ვართ და უნდა ვაჩვენოთ ყველას რო საქართველო არის ძალა!!!
ჩეტო
11:09 29-03-2022
0
რა მოგება ტო, დიდი ანგარიშით არ წავაგოთ იმაზე იფიქრეთ, რა მაარდა მეცოდება მეორე თამაში და კიდე დიდი ანგარიში, უმძიმესი დარტყმა იქნება მისთვის.
რრრ
11:43 29-03-2022
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული