"გრანადას" ფორვარდ მირტო უზუნის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გამათანაბრებელი გოლის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ ალბანელებმა ესპანეთის ნაკრებთან (1:2) წააგეს. ამასობაში ქართველებმა წარმატებული სერია გააგრძელეს და ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვეს. მანამდე ვილი სანიოლის გუნდს 5 მარცხი ჰქონდა. ასე რომ, პროგრესი სახეზეა.
საქართველოს ნაკრებმა ალბანელები 13 შეხვედრაში 7-ჯერ დაამარცხა (3 ფრე და ამდენივე მარცხი). ბოლოს ეს გუნდები 2015 წელს შეხვდნენ და ის ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. რაც შეეხება
"ლაციოს" მეკარე ტომას სტრაკოშა სასტარტოში მოხვედრას ცდილობს. ამისთვის მას სერიოზული კონკურენტი ჰყავს - "ტორინოს" კარის დარაჯი ეტრიტ ბერიშა. თურქული "ქონიასპორის" ფორვარდ სოკოლ ჩიკალეშს 1 გოლი აკლია, რათა ალბანეთის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდეს. კარგ ფორმაშია "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი შემტევი არმანდო ბროია, რომელსაც მიმდინარე სეზონში "საუთჰემპტონის" მაისურით 6 გოლი აქვს.
საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. მოსალოდნელია, რომ სასტარტოში "ულსან ჰიუნდაის" შემტევ ვაკო ყაზაიშვილს ვიხილავთ.
საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, 3-4-3 ტაქტიკით ითამაშებს:
გიორგი მამარდაშვილი; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი; საბა ლობჟანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, გურამ გიორბელიძე; ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე.
სანიოლის გუნდი ახლა მშვენიერ ფორმაშია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათ ალბანელები გოლს მაინც გაუტანენ. შესაბამისად, სავარაუდო ანგარიშია 2:1 - "ჯავაროსნების" სასარგებლოდ.
მომზადებულია sportskeeda-ს მიხედვით
საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება
სანიოლი: ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს
კარში "მამარდა" და შანსი ვოლკოვს - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა