სანიოლი: მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია - ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება

AutoSharing Option
სტუმრად ალბანეთთან ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ ალბანეთის ნაკრები საკმაოდ ხარისხიანი გუნდია. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მათ შეინარჩუნეს ძლიერი დისციპლინა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ დადებითი დინამიკით გვამოძრავებს. ოთხი გამარჯვების შემდეგ, დღეს ფრედ ვითამაშეთ. მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, თუმცა ეს იყო უკანასკნელი თამაში ერთა ლიგის დაწყებამდე. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები ჯანმრთელები და კარგ ფორმაში იქნებიან ამ ტურნირის დაწყებამდე.

როდესაც გარკვეული მოთამაშეების გარეშე კარგ შედეგს აღწევ,
ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელებს აქვთ რწმენა, რომ რამდენიმე ლიდერის არყოფნის შემთხვევაშიც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩვენთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის, მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ასეთ ვითარებაზე.

ერთა ლიგაზე 10 დღეში ოთხ მატჩს გავმართავთ, რაც სიახლეა. ასე რომ, ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 11 /
საერთოდ თანამედროვე ფეხბურთი სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ დღეს გუნდები ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ მეგონა, ბურთის ფლობაში ეჯიბრებოდენ ერთმანეთს და არა გატანაში.
ჟორა გაბრიჭიძე
01:41 30-03-2022
3
როგორც ვამბობდი ისე აგვიხდა არ წავაგეთ დიდად მოგებას არ ველოდი დღევანდელ თამაშში,რა შემადგენლობაც გვყავდა დღეს მაკსიმუმი იყო ფრე 0-0..
კარგია მხოლოდ დაცვაზე და თამაშის ჩაშლა ქონდათ დავალებული ფეხბურთელებს და თავი კარგად გაართვეს თუ
ერთ-ორ ეპიზოდს ამოვიღებთ (თამაშში გრანდებსაც ააქვს ჩავარდნები 90 წუთში ეს გარდაუვალია) მთავარი ის არის რომ ქაოსი არ შეიქმნა და გუნდურობა არ დაიშალა.. დროული ცვლილებები იყო როცა გუნდს გაუჭორდა დროულად ამოასუნთქინა სანიოლმა ცვლილებით და ფეხბურთელებმაც იგრძნო ეს მომენტი.. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ ფაქტიურად 3-4 ფეხბურთელი გვყავდა ძირითადი გუნდის.. აბურჯანიას მეტი მოეთხოვება თუ ძირითადში მოხვედრის პრეტენზია აქვს,კობახიძე გამორიცხულია ძალუან ბევრ შეცდომას უშვებს, ყაზაიშვილი მხოლოდ ზამენაზე თუ განვიხილავთ.. აი ვოლკოვისგან უფრე მეტს ველოდი თუმცა გამთამაშებელი არ გვყავდა და ამ თამაშით შეგვიძლია ვიმსჯელოდ რომ მეორე სართულზე ძალიან სუსტია..სანიოლს 8.7 ქულა
შავი კაცი
01:26 30-03-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული