მატჩის შემდეგ - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები

AutoSharing Option
ალბანეთი-საქართველოს (0:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვართ და ძალიან ცოტა მომენტს გვიქმნიან. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამას ცოტა ბურთით თამაში, მეტი მომენტის შექმნა და გამბედაობა უნდა დავუმატოთ. თამაშს ვერ მოიგებ, თუ მომენტს ვერ შექმნი. ამიტომ, ცოტა მეტი გვმართებს. გვაკლდა წამყვანი ფეხბურთელები და იმედი მაქვს, ჯანმრთელად იქნებიან ოფიციალური თამაშებისთვის, ძალას შეგვმატებენ და უფრო მეტ კრეატიულობას შემოიტანენ ჩვენს თამაშში.

დადებითად შევაფასებ ამ კვირას. ბოსნიასთან გამარჯვების შემდეგ, დღეს ძალიან
მძიმე თამაში გვქონდა. ალბანეთი კარგი გუნდია, გასვლაზე ვითამაშეთ და რამდენიმე დღე გვქონდა ძალების აღსადგენად.

მსურს, ერთა ლიგის დაწყებამდე ყველა ჯანმრთელად იყოს, რადგან წამყვანი მოთამაშეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. 10 დღეში ოთხი თამაში გვაქვს, რაც ძალიან რთულია ყველა ფეხბურთელისთვის. ამიტომ, ყველა მოთამაშე გვჭირდება და, რაც მთავარია, კარგი სტარტი და ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება".

გიორგი აბურჯანია (საქართველოს ნაკრების წევრი): "ტრადიციულად, ალბანეთი საქართველოსთვის რთული მეტოქეა. მით უმეტეს, ამ ფორმაციის ალბანეთი, რომელიც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, შეკრული გუნდია და კარგი ტესტ-მატჩი გამოგვივიდა.

ორივე ამხანაგური შეხვედრა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. მწვრთნელმა დაინახა შეცდომები და ვფიქრობ, რომ ეს შეკრება წარმატებულად უნდა შეფასდეს. სრულყოფილად მოვემზადეთ ერთა ლიგისთვის.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის კალენდარი ძალიან დატვირთულია და ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება ივნისში გასამართი თამაშებისთვის. ამ შეხვედრებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. თუ შევასრულებთ მწვრთნელის დავალებებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, შესაძლებელია კარგი შედეგის მიღწევა. ამას ბოლო ხუთი მატჩის შედეგი ადასტურებს. უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში კარი მშრალად შევინახეთ და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია".

ანზორ მექვაბიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი)
: "მადლობა ვილი სანიოლს, რადგან მომცა შანსი და გამომიძახა ეროვნულ ნაკრებში. მძიმე თამაშები გამოდგა, მაგრამ მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და მტკიცე გუნდი ვიყავით. ორივე შეხვედრაში მომეცა შანსი, წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები.

ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრო დღევანდელ შეხვედრას და ეს ძალიან ალამაზებს ფეხბურთს. მინდა მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, რომ ივნისის თამაშებზე გვიქომაგონ და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებით ვითამაშოთ ერთა ლიგაზე".

nakrebi.ge

alt"ერთა ლიგის" წინ - სანიოლის ნაკრების დადებითი და უარყოფითი მხარეები

altსანიოლი: მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია - ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება

altფრე ტირანაში არაოპტიმალური შემადგენლობით - საქართველოს ნაკრები ზედიზედ 5 მატჩში დაუმარცხებელია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული