საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა - ბენინზე უკან და უგანდაზე წინ

AutoSharing Option
ფიფას მარტის თვის რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა პროგრესი განიცადა, 1 საფეხურით დაწინაურდა და 85-ე პოზიციაზეა. მოგეხსენებათ, ამხანაგურ შეხვედრებში სტუმრად ბოსნიის ნაკრები (1:0) დავამარცხეთ, ალბანელებთან კი უგოლო ფრეს (0:0) დავჯერდით.

ვილი სანიოლის გუნდზე წინ ბენინია (84), შემდეგ კი უგანდის (86) ნაკრები. საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისიდან "ერთა ლიგაში" ჩაერთვება, სადაც ჩვენი მეტოქეები ბულგარეთი, ჩრდ. მაკედონია და გიბრალტარი იქნებიან.

ფიფას მოწინავე ათეულში კი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მას ბელგიის ნაკრები აღარ ლიდერობს:

1. ბრაზილია;

2. ბელგია;

3. საფრანგეთი;

4. არგენტინა;

5. ინგლისი;

6. იტალია;

7. ესპანეთი;

8. პორტუგალია;

9. მექსიკა;

10. ნიდერლანდები

altხვიჩას არყოფნაში საუკეთესო - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

altსანიოლის ნაკრების კარგი და ცუდი - "ერთა ლიგის" წინ



მკითხველის კომენტარები / 7 /
გერმანია ათეულშიც ვე მოხვდა! დღეს პირველი აპრლია...
კახა
06:16 01-04-2022
0
ანუ ბენინი ჩვენზე ძლიერია ? და უკანდას როგორც იქნა გავუტოლდით და ცოტათი ვაჯობეთ ??? ბენინს ნებისმიერი ქართული გუნდი მოუგებს უმაღლესი ლიგიდან ! მაგ იდიოტობა ფიფას "რეიტინგს" საეთოდ აღარ ვაქცევ ყუტადღებას @
zura222
19:03 31-03-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული