ვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი?

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" მოახლოებასთან ერთად, Sportall.ge საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე დეტალურ განხილვას აგრძელებს. ამჯერად თქვენს ყურადღებას მეკარეებზე შევაჩერებთ.

ივნისში გულშემატკივრების ერთ-ერთი სასაუბრო საკითხი "ჯვაროსნების" კარის დარაჯს შეეხება. გიორგი მამარდაშვილის პროგრესი ყველას ძალიან ახარებს და "ვალენსიას" ფეხბურთელი ბევრს ეროვნული ნაკრების ძირითად წევრადაც წარმოუდგენია.

მეკარე, მით უმეტეს, სანაკრებო დონეზე, ყველაზე სპეციფიკური ამპლუაა. მწვრთნელები აქ სტაბილურობასა და ნდობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ვილი სანიოლზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი ლორიასთვის "პირველის" სტატუსი აქვს მინიჭებული.

ერთი მხრივ, ქომაგები ფიქრობენ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში გამორჩეულ მეკარეს ეროვნული ნაკრების ძირითადში
ადგილი გარანტირებული უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ასეთი საკითხები სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტოს და ამ თემის ზედმეტად განხილვით შიდა სამზარეულოში სიმშვიდე არ უნდა დაირღვეს.

გიორგი მამარდაშვილს ბოლომდე გააზრებული ექნება, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. გიორგი ლორია, რომელიც ეროვნული გუნდის ღირსებას წლებია იცავს, მისთვის მაგალითის მიმცემი იქნება. შეგვიძლია რამდენიმე შემთხვევა მოვიყვანოთ, როცა ამა თუ იმ ნაკრების თავკაცი გამოცდილ მეკარეზე აკეთებს აქცენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა, კლუბში სათამაშო პრაქტიკაც კი არ ჰქონდეს ან მისი კონკურენტი უფრო ძლიერ ჩემპიონატში გამოდიოდეს.

ლორიას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა კი არა, დამაჯერებელი პერიოდი აქვს და კვიპროსის ჩემპიონატში კარი "მშრალად" რამდენჯერმე შეინახა. 36 წლის კიპერი ნაკრებშიც გამორჩეულია. რა თქმა უნდა, უშეცდომო ტოპ-კლასის მეკარეებიც არ არიან და გიორგის მსგავსი სანიოლის პერიოდშიც მოსვლია, თუმცა მას ძირითადის სტატუსი მინიჭებული აქვს და რა თქმა უნდა, მისი "ჩამორთმევა" ვინმეს ასე ერთი ხელის მოსმით თუ წარმოუდგენია, ცდება...

მოგხსსნებათ, 10 დღეში 4 მატჩი უნდა გავმართოთ და გამორიცხული არც როტაციაა, რომელიც თითქოს მეკარეს ნაკლებად ეხება, თუმცა უფრო ამ რანგის შეხვედრა (გიბრალტართან შინ) პირველივე ტურში გვაქვს.

მთავარია, რომ დარწმუნებულნი ვიყოთ, ვილი სანიოლი საკითხს ობიექტურად გადაწყვეტს. იმედია, რომ არჩევანი ბოლომდე გაამართლებს და "ჩასაფრებულებს", რომლებიც ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს შეიძლება არსებობდნენ, არგუმენტებს არ დაუტოვებს.

altვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...

მკითხველის კომენტარები / 49 /
თავდასხმაში რო იგივე პრობლემა იქნება აი მაშინ ეშველება ჩვენ ნაკრებს
შოკირებული გულშემატკივარი
10:56 12-05-2022
0
ნეტავი სხვა ადგილებზეც გვქონდეს ასეთი "პრობლემები"(დაცვაში ნახევარდაცვაში) რომ არჩევანი გვიჭირდეეს !)))
zura222
10:22 12-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული