ცვლილებები შეტევაში - ვინ დაბრუნდა ნაკრებში და ვინ აკლია სიას?

AutoSharing Option
დასრულდა ის საკმაოდ დიდი მოლოდინი, რაც ვილი სანიოლის მხრიდან "ერთა ლიგისთვის" საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადებას ეხებოდა. ძირითადად, ვარაუდი გამართლდა, როგორც კონტინგენტის რაოდენობის (29 ფეხბურთელი), ასევე გამოძახებული მოთამაშეების მხრივ, თუმცა კითხვის ნიშნებიც არსებობს...

ბოლო ამხანაგურების ფონზე

მარტის ამხანაგურ მატჩებამდე თუ შემდეგ აღვნიშნავდით, რომ სამწვრთნელო შტაბს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად უკანასკნელი შანსი ჰქონდა და ივნისის დატვირთული შეხვედრებისთვის (4 დაპირისპირება 10 დღეში) ახალ მოთამაშეებს ვერ ვიხილავდით, რაც ფაქტობრივად, ასევე მოხდა.

ამ ლოგიკი
დან გამომდინარე, სანაკრებო შანსი ვერ მიიღეს ისეთმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ბოლო პერიოდის სათამაშო ფორმისა და "ჯვაროსნებში" შესაბამის პოზიციაზე ნაკლები კონკურენციის გამო ამას თითქოს იმსახურებდნენ. ამ სიაში შეგვიძლია ვახსენოთ თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველი ნიკა მალი. სამაგიეროდ, ბოლო მომენტში (ქვილითაია იძულებითი ცვლილების გამო) გუნდს ავსტრალიაში გამორჩეული ფორვარდი ბექა მიქელთაძე შეუერთდა.

Sportall.Ge

რა ხდება მთავარ საკადრო ცვლილებაზე?

როცა ჯაბა კანკავამ ხანგრძლივი სანაკრებო კარიერა დაასრულა, შუა ხაზში ახალი ფეხბურთელის საჭიროება დადგა, რომელიც ყოფილი კაპიტნის თვისებებს მეტ-ნაკლებად გამოავლენდა. ცოტა ხნის წინაც აღვნიშნეთ, რომ არსებული კონტინენტიდან ბათუმის "დინამოს" ნახევარმცელ სანდრო ალთუნაშვილს თითქოს სხვაზე მეტი შანსი უნდა ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ ის საკუთარი გუნდის უკანასკნელ შეხვედრაში ("ლოკომოტივთან" 7:2 რომ გაიმარჯვეს) არ უთამაშია (მიზეზი არ გავრცელებულა). ფაქტია, ბათუმის "დინამოდან" გამოძახებულ 7 მოთამაშეს შორის 25 წლის ნახევარმცველი ვერ მოხვდა. როგორც ჩანს, უფრო მეტი აქცენტი თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილზე გაკეთდება და მას მეტი დრო მიეცემა.

სანიოლის ნათქვამი უთამაშებელ ფეხბურთელებზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კლუბებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მქონე ფეხბურთელებს მომდევნო სანაკრებო შეკრებამდე ეს ფაქტორი უნდა გამოესწორებინათ, თუმცა თავადაც აღნიშნა, რომ ზოგჯერ იძულებულია, ამ გარემოებას შეეგუოს, ამა თუ იმ ფეხბურთელის დონისა თუ საჭიროების შესაბამისად.

გიორგი ჩაკვეტაძე, ლაშა დვალი, ვაკო გვილია - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომელთაც კლუბებში სეზონის განმავლობაში სათამაშო დროის დეფიციტი ჰქონდათ...

გიორგი ჩაკვეტაძის ფენომენი განსხვავებულია და ის სანაკრებო შანსს აუცილებლად იმსახურებდა. რა თქმა უნდა, თუკი სანიოლი შესაბამის განწყობასა და მომზადებას ვერ დაინახავს, გიორგის ბევრი დრო არ მიეცემა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, "ჩაკვე" ამ დატვირთულ გრაფიკში თავის სიტყვას იტყვის.

რაც შეეხებათ დვალსა და გვილიას - უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ საკლუბო მატჩებში მათ 90 წუთი მიეცათ.

სასიხარულოა, რომ ოთარ კიტეიშვილმა მომჯობინება მოახერხა. ის "ჯვაროსნებისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

ცვლილებები წინა ხაზში

ბოლო მატჩებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ცვლილება შეტევაშია. აქ დაბრუნდა გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ ბევრი გაუცდა. მიქელთაძეზეე ზემოთ დავწერეთ.

სანიოლი დავით ვოლკოვის მონდომებით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მან ახლა შედეგიანობას მოუკლო და სიაში არყოფნა ამით უნდა ავხსნათ.

Sportall.Ge

რამდენჯერმე დავწერეთ, რომ გიორგი ბერიძე სანაკრებო შანსს იმსახურებს, მით უმეტეს, კლუბში ბუდუ ზივზივაძესთან ასეთი შეთამაშების ფონზე. რა თქმა უნდა, სასურველი იყო, "უიპეშტის" შემტევს ფრანგი თავკაცისგან გამოყოფილი წუთები უფრო ეფექტურად გამოეყენებინა, თუმცა არის განცდა, რომ 25 წლის შემტევი "ჯვაროსნებში" ჯერ ბოლომდე არ "გახსნილა".

მოლოდინი ჯოვინოზე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა რამდენიმე თვის წინ განმარტა, რომ ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელ ფორვარდს, ჯოვინო ფლამარიონს, ჯერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება არ აქვს, გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს იმედი ჰქონდა, ეს პროცესი ივნისისთვის მოესწრებოდა. ეროვნულ ლიგაში გამორჩეული შემტევის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია, თუმცა სავარაუდოა, რომ მისი "გაქართველების" პროცესი მოახლოებული ტურნირის დასრულებამდე (შემოდგომა) ვერ მოესწრება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 2 ივნისს (20:00 სთ), "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს.

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

altსაქართველოს ნაკრები შეტევაში - ხვიჩასთან ერთად და მის გარეშე

altვინ შეცვლის კანკავას და ახალი როლი ზურიკოს - სანიოლის ნახევარდაცვა

altდაცვის მნიშვნელობა სანიოლის ნაკრებში - სიტუაცია "ერთა ლიგისთვის"

altვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი?

altვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...

მკითხველის კომენტარები / 7 /
გთავაზობთ ჩემს ვარიანტს გიბრალტართან მამარდაშვილი,წიტაიშვილი,კაშია,კვერკველია,ხოჭოლავა,კვეკვესკირი,აზაროვი კიტეიშვილი,დავითაშვილი, მიელთაძე,კვარაცხელია
თეიმურაზ რეხვიაშვილი
15:02 01-06-2022
0
გიორგი წიტაიშვილი მეტად დატვირთეთ, ხშირად მიეცით თამაშის თავის თავზე აღების უფლება და თავისუფლება! ასეთი მარგალიტი ჩაგივარდათ და ხშირდ კარგ პოზიციაში მყოფს, პასს არ აძლევთ! ქართული ფეხბურთი პრაგმატული და შეშინებული ვაიმე ბურთი არ დავკკარგოს პრინციპით არასოდეს ყოფილა წარმატებული!
ტარიელ მაღალდაძე
14:14 20-05-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული