ნაკრების შეკრების მეხუთე დღე - ახალგაზრდულის სამ ფეხბურთელთან ერთად

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. უკვე ორი დღეა საწვრთნელ პროცესში საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 28 ფეხბურთელი მონაწილეობს. ვაკო ყაზაიშვილი თბილისში 29 მაისს ჩამოვა.

დღეს ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე 21 წლამდე ნაკრების სამი ფეხბურთელი იყო მიწვეული. ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების კომუნიკაციის შემდეგ, ერთჯერადად დღევანდელ საწვრთნელ პროცესში თორნიკე მეგრელიშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი გაგუა ჩაერთვნენ. ახალგაზრდული ნაკრების სამივე ფეხბურთელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ კვლავ 21 წლამდე ნაკრებში დაბრუნდა და 3 ივნისს, რუმინეთთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

საქართველოს
ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში სრული შემადგენლობით 30 მაისს შეიკრიბება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია!მათთვის დიდი სტიმული იქნება!
სოსო
12:52 30-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული