ხვიჩას დებიუტი
დაახლოებით 3 წლის წინ, 2019 7 ივნისს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შესარჩევი ეტაპის ყველაზე სუსტი მეტოქის, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ენდო და დებიუტანტი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. 18 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 47 წუთი გაატარა, ფლანგიდან რამდენჯერმე იაქტიურა და ის გიორგი პაპუნაშვილით შეცვალეს.
მაშინ ხვიჩას გულშემატკივრები ნელ-ნელა იცნობდნენ და ხედავდნენ,
იმ მატჩში ზემოხსენებული პაპუნაშვილის, გვილიასა და ვატო არველაძის (სადებიუტო, პენალტით) გოლებით (3:0) გავიმარჯვეთ.
ისევ ვეტერანები
გიბრალტარის ნაკრებთან ერთად თბილისში კვლავ ვიხილავთ "ლინკოლნის" 2 ფეხბურთელს, რომელთაც უკანასკნელ დაპირისპირებაში გაგვიტანეს. ერთი 34 წლის მარცხენა მცველი ჩიპოლინაა, მეორე კი - 40 წლის ფორვარდი ლი კასკიარო. იმავე შესარჩევის ბოლოს, მაშინ, როცა ხარაიშვილისა და კანკავას გოლებით პირველივე ტაიმში დამაჯერებლად დავწინაურდით, საბოლოოდ შეხვედრა მოსაგები გაგვიხდა - ლევან შენგელიამ ქვილითაიას გამარჯვების (3:2) გაატანინა.
ქეცბაია და ცხადაძე
გიბრალტარის 2 "მშრალი" მატჩი
თვალში საცემია, რომ გიბრალტარელები არბიტრებისგან საკმაოდ ბევრ გაფრთხილებას იღებენ და შეგვიძლია უხეში გუნდიც ვუწოდოთ.
საქართველოს ნაკრებისა და ვილი სანიოლის მიზანი ნათელია - "ერთა ლიგის" ჯგუფის აუტსაიდერთან საშინაო მატჩი დამაჯერებელი გამარჯვებით უნდა დავიწყოთ.
მზადება პირველი მატჩისთვის - დღეს ნაკრებს ყაზაიშვილი შეუერთდება [VIDEO]
სანიოლის დილემა, ხვიჩას როლი და შანსი ჩაკვეტაძესა და მიქელთაძეს? - გიბრალტარის წინ
ლორია თუ მამარდაშვილი? - ვილი სანიოლის კომენტარი
ცვლილებები შეტევაში - ვინ დაბრუნდა ნაკრებში და ვინ აკლია სიას?
ხვიჩას ეგ არ ესწავლება, აგერ საქართველოს ჩემპიონატში ბოლომდე იბრძვის ყველა გუნდის წინააღმდეგ და იმედია ნაკრებშიც ესე ითამაშებს და არამარტო ხვიჩა, არამედ მთელი ნაკრები ბოლომდე მონდომებით.