საქართველო-გიბრალტარი - ლობჟანიძის და ზივზივაძის წინასამატჩო კომენტარები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკვე ორი დღეა ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. გიბრალტართან მატჩამდე ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა. 1-ელ ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ "დინამო არენაზე" ივარჯიშებს. ჩვენი გუნდის საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გიბრალტარის ნაკრების ვარჯიშია დაგეგმილია.

საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა საბა ლობჟანიძემ და ბუდუ ზივზივაძემ ერთა ლიგის სადებიუტო მატჩის შესახებ ისაუბრეს.

საბა ლობჟანიძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): "ერთი კვირაა შეკრებაზე ვართ, რაც ძალიან კარგია შეთამაშებისთვის. ისიც კარგია,
რომ თბილისში ვბრუნდებით სანაკრებო პაუზის დასკვნითი მატჩის ჩასატარებლად და გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.

ვემზადებით გიბრალტართან მატჩისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელია, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ გოლს გავიტანთ, უკეთესი იქნება ჩვენი თავდაჯერებისთვის. ასეთი კალენდარი ნებისმიერი გუნდისთვის საკმაოდ რთულია, თუმცა, ამავდროულად, გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ვართ შეკრებაზე 29 ფეხბურთელი და სასიხარულოა, რომ მწვრთნელებს დიდი არჩევანი აქვთ სხვადასხვა პოზიციაზე".

ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ეროვნულის ნაკრების წევრი): "ოთხი თამაში გვაქვს 10 დღეში და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყოთ. ერთა ლიგის ახალ სეზონს გიბრალტართან მატჩით ვიწყებთ და გვმართებს, რომ გავიმარჯვოთ. ეს თავდაჯერებისთვის კარგი იქნება და მომდევნო თამაშებშიც დაგვეხმარება".

1-ელი ივნისის განრიგი

10:00. გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში

11:15. გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:30. საქართველოს ნაკრების ვარჯიში

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატება და მოგება ბიჭებო, საბა დასკვნითი ნიშნავს ბოლო თამაშს და არა პირველს )) პირველშიც გამარჯვება და ყველაში)) აბა თქვენ იცით))
saqsadaqsa
13:40 01-06-2022
0
სანიოლი ამტკიცებს, რომ ჭკვიანია
და მიზანდასახული


თენგო
11:51 01-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული