საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველ მატჩამდე "დინამო არენაზე" ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ოცდაცხრა ფეხბურთელი მონაწილეობდა. nakrebi.ge-სთან კომენტარი ეროვნული გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ და ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გააკეთეს.
ხოჭოლავა: "ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ნაკრებში თამაში და ხვალინდელი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ როგორი სტარტი გვექნება. გვეხმარება ახალი სლოგანი, გერბი, ჰიმნი - ყველაფერი ერთად. ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ მიზანი რჩება ერთი - გავიდეთ ჯგუფიდან და ისევ იქ მოვხვდეთ, სადაც წინაზე ვიყავით ფინალში და მოვიგოთ".
ლობჟანიძე: "დიდი ეტაპი იწყება. ვემზადებით ოთხი თამაშისთვის. სეზონის
ბოლოა და ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები ვართ, მაგრამ ნაკრებში ჩამოსვლა ყველას უხარია და ყველას ახალი ენერგია გვაქვს. მაქსიმალურად ვემზადებით ხვალისთვის. ფეხბურთელებს დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება. დიდი ხანია თბილისში არ გვითამაშია და მიხარია. მსურს, ისეთი გულშემატკივრობა იყოს, როგორც ბათუმში ბოლო სანაკრებო მატჩებზე".
ლობჟანიძე: "დიდი ეტაპი იწყება. ვემზადებით ოთხი თამაშისთვის. სეზონის