ბრუნდება თუ არა "დინამოში" - ჩაკვეტაძე პირველ კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საშინაო ასპარეზზე გიბრალტარს 4:0 მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი ქვეყნის ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი. შანსი მომცეს და ვეცადე, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა. რაც შეეხება მატჩს, მიხარია, რომ მოვიგეთ. ორივე ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. მთავარი ისაა, რომ ერთა ლიგა მოგებით დავიწყეთ".

მოგეხსენებათ, ბოლო დღეებია გავრცელდა ცნობა, რომ ჩაკვეტაძე, შესაძლოა, "დინამოში" დაბრუნდეს და მან კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა...

"რაც შეეხება "დინამოში" დაბრუნებას, "დინამო თბილისის" პრეზიდენტს
შევხვდი, მაგრამ ასე ზუსტად არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ შეხვედრა ნამდვილად შედგა", - ამბობს ჩაკვეტაძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოგკლავთ ბიჭო ბოღმა დაგახჩობთ.რას ამბობ ბელგიის ჩემპიონატში ხომ ყველა ამაზე მაღალი დონისაა. მუსკრონის და ლოკერენის ფეხბურთელს გიოზე წინ როგორ აყენებთ თქვე ბოღმიანები.
giorgi
03 ივნისი 2022 11:09
2
სამწუხაროდ ახლა საქართველოს ჩემპიონატზე მაღლა ჩაკვერაძე ვერ ქაჩავს.
Gio
03 ივნისი 2022 10:27
47

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული