"რიბას, წადი! არცთუ ისე ძლიერ ქართველებს კარში ვერ დავურტყით" - გიბრალტარელების გამოხმაურება საქართველოსთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა თბილისში გიბრალტარს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

მატჩის შედეგითა და თავისი საყვარელი გუნდის თამაშით გიბრალტარელი ფანები აშკარად უკმაყოფილონი იყვნენ და ამას მათ მიერ გაკეთებული კომენტარებითაც მივხვდებით, რომლებიც გიბრალტარის საფეხბურთო ასოციაციის Facebook-გვერდზე დატოვეს:

"გუნდი მეცოდება... როდის მიეცემათ მათ შეტევის საშუალება?! 2:0 ჩამორჩენა და შემდეგ ამ შედეგის შენარჩუნების მცდელობა ნამდვილი საცოდაობაა...

ეს იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა პორტუგალიაში ვთამაშობდით! ახლა უნდა დავიწყოთ ფეხბურთის თამაშზე ფიქრი და ვანახოთ მეტოქეებს, რომ არა მხოლოდ ავტობუსის გაჩერება შეგვიძლია, არამედ
ფეხბურთის თამაშიც! მე ყოველთვის ვიქნები ჩვენი ეროვნული გუნდის გვერდით, მიუხედავად ანგარიშისა, მაგრამ მოდით, ვითამაშოთ ფეხბურთი".

"ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ჩვენი საფეხბურთ ასოციაცია საჭირო დასკვნებს და მოიშორებს რიბასს (მთავარ მწვრთნელს)... ასე თამაში სამარცხვინოა!". 

"რიბას, წადი!"

"არცთუ ისე ძლიერ საქართველოს 90 წუთის განმავლობაში კარში ვერ დავურტყით... ცხრა მოთამაშე შუა მესამედსა და დაცვით მესამედს შორის და ერთი თავდამსხმელი, რამაც საბოლოოდ ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა!

ჩვენი არჩევანი მეტოქის მიმართ უფრო შეურაცხმყოფელი უნდა იყოს! ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, მატჩის წაგების უფრო მეტი შანსი გვქონდეს, მაგრამ მეტოქის კარის აღების საშუალებაც გვექნება!

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაგებთ მატჩებს. ასე რომ, დაცვით თამაშს რა აზრი აქვს. ხულიო რიბას, თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი თამაშის მეთოდი".
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეკარეს უმადლოდნენ რომ ორჯელ მეტი არ გაუსვეს, ამატ კი ტურმე გულისსიღრმეში მოგების იმედი ჰქონიათ
ალეკო
12:55 03-06-2022
0
ერთ თავკერზა ვაჯბატონსაც შვედეთიდან ეგრე ეგონა და იმანაც ჰანდიკაპიტ წააგო თქვენ რა გეგონათ:)))))
Soso
20:00 03-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული