"ასეთი რამე ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მომხდარა..." - მერაბ მეტრეველი ნაკრებს "ფეისბუქპოსტს" უძღვნის

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" მე-2 ტურში საქართველოს ნაკრების ბულგარეთში (5:2) გამარჯვებას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:

"დღევანდელი თამაში რომ შევაჯამოთ:

რაც კარგი იყო:

1. საქართველოს ნაკრები კლასით ერთი თავით მაღლა იდგა ბულგარეთის ნაკრებზე. ასეთი რამე ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მომხდარა. ეს ცალსახად ნიშნავს: რომ მართლაც კარგი თაობა გვყავს, ბულგარეთს კი - პირიქით, ძალიან უჭირს ამ მხრივ.

2. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხვიჩას კლასი, მაგრამ ასევე გამოჩნდა, რომ არანაკლები კლასი აქვს აზაროვს. მე მას საერთოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავასახელებდი. 1 გოლი
თავად გაიტანა, 2 მის გარეშე არ გავიდოდა, მეხუთე გოლისას კი იდეალური პასი საერთოდ ნახევრად წაქცეულმა გააკეთა.

3. გვაქვს გრძელი სათადარიგო სკამი და რაც მთავარია, ძირითადის ფეხბურელებზე არანაკლები კლასის არიან შემცვლელები, ანუ ძირითადის სრულფასოვანი შემცვლელები სხედან სკამზე. ასეთი რამ როდის ხდებოდა ჩვენს ნაკრებში, ესეც არ მახსოვს, ანუ ამდენი ნორმალური ფეხბურთელი ერთად აქამდე არ გვყოლია და თან არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ კიდევ ფორმაში შესასვლელები არიან კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე.

ცუდი რაც იყო:

1. ვერასოდეს მივესალმები ისეთ გუნდთან, როგორიც ბულგარეთია, ერთი გატანილი გოლის მერე დაცვაში ჩაჯდომას (ნუ, ორი და სამი გოლის მერ კიდევ შეიძლება). ასეთ დროს ძალიან დიდი დოზით რისკავ. ბულგარეთს საკმარისი კლასი არ აღმოაჩნდა, თორემ დავისჯებოდით.

2. როცა ბულგარეთმა პირველ ტაიმში ცოტა ხნით პრესინგი სცადა, ისევ გაგვიჭირდა ბურთის ამოტანა. რა იქნება სკოპიეში, როცა მაკედონია უფრო მეტად გვეთამაშება პრესინგს?

3. მეორე სართულზე გარღვეულები ვიყავით. ორივე გოლი ასე გავუშვით."

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

altდიდებულია - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთი გააბითურა - 5:2! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
კვარა ქუგგალე ჯიმა!
გიორგი
07 ივნისი 2022 23:52
3
ბაჩი,ადრეც მოგწერე და კიდევ გეტყვი.მე არ დამისვია დაწუნება(დისლაიქს რომ ვეძახით),მაგრამ მესმის,რატომ სწერენ.მეგრული ენა არაფერ შუაშია,მანდ.მაგითი გთხოვენ,ისე დაწერე,ჩვენც გავიგოთო.თქვენი დამოკიდებულება არ მოსწონთ და შენ ისევ დედას იგინები.აჰა,შეაგინე,მაგრამ ისინი საპასუხოდ არაფერს გამოგიზავნიან,გგონია?ხომ ძალად აგინებინებ მშობლებს.მათ მაინც რა დაგიშავეს?არსებობს საზოგადოებაში ქცევის წესები და მას თუ არ მიჰყვები,არასოდეს მოგაკლდება კონფლიქტები.მეგრელი ხარ და რაზეა ლაპარაკი,მეგრულიც უნდა გიყვარდეს და მეგრელიც,მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.თვალისჩინივით უნდა უფრთხილდებოდე მეგრულ ენას,მაგრამ არც მისი ქართულთან დაპირისპირებაა სწორი.არსებობს ლიტერატურული ქართული და შეძლებისდაგვარად,უნდა ვეცადოთ,გამართული,ლიტერატურული ენით ვწეროთ.ისე,ამ პოსტებს რომ ვწერთ,იქვე დაბლა,წითელი ასოებით უწერიათ,რომ თუ კომენტარი შეიცავს,უხამსობას,შეურაცხყოფას,სიძულვილის ენას,წაიშლებაო.ვიღაცას დედას რომ აგინებ,ეგ ხომ არის მისი შეურაცხყოფა?წესით ეს პოსტიც უნდა წაეშალათ,მაგრამ რატომღაც უშვებენ და ეს დაუშვებელია.იმედი მაქვს ახლა მაინც გაიაზრებ,რომ საშენოდ გეუბნები სათქმელს.
სოსო
09 ივნისი 2022 19:45
0
აი ამაზე ვიგინები კაცმა მეგრულად დაწერა კომენტარი და დისლაიქებს უწერენ(დიალაიქი არის წერილის არ მოწონება) ,ქართილად კვარა გენაცვალეო(ამას ნიშნავს)რომ დაეწერა ხო არ დაუწერდით დისლაიქს და რა ერთიანობას ქადაგებთ,ან რამ ან ვინ შეგაძულათ ეშ ენა მე მაგის დ.შ....
გიორგი ქჷგგალე ჯიმა❤️
ბაჩი
09 ივნისი 2022 15:12
0
ყველა გამოხმაურება
მე მადლობელი ვარ, რომ ყველა ეხმაურება ფეხბურთში მიღწეულ წარმატებებს, ყველა თავის აზრით. ცალკე თემაა საქრთველოში ჟურნალისტიკის და მათ შორის სპორტულის დაბალი პროფესიონალური დონე.
გულშემატკივარი
07 ივნისი 2022 11:30
0
მეტოქე ისეთი არ გვყავდა, რომ ერთი გოლის შემდეგ, როცა მთელი თამაშია სათამაშო, თავქუდ მოგლეჯილი უტევდე, მით უმეტეს სტუმრად და თანაც ტრადიციულად ჩამოყალიბებულ უხერხულ მეტოქესთან. ნუ დაგვავიწყდება, რომ ნაკრები, ანუ გუნდი ჯერ ისევ ჩამოყალიბების პერიოდშია და სტაბილურ ხასიათამდე ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ. მხედველობაში მაქვს, როცა გოლის გატანის ეშინოდათ და სასწაულ ბურთებს აფუჭებდნენ. სიმართლეა, როცა ბულგარეთმა პრესინგს მიმართა ბურთის ამოტანა გაგვიჭირდა და ეს ბუნებრივიცაა, მთავარია, რომ მაინც ამოგვქონდა. დაცვაში საჰაერო ბურთების მოგერიება ტრადიციულად გვიჭირდა, რაც სამუშაოა და გამოსასწორებელია. ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ ჩრ. მაკედონიასთან, თანაც ისეთს როგორც ეს ბულგარეთთან იყო და ეს ძირითადი მიზნის 80% იქნება.
გიზოგ
07 ივნისი 2022 11:23
0
კი გეთანხმები, მეორე სართულზე ბრძოლა გვიჭირს. ყოველთვის იყო ეს პრობლემა.
ნიკო
07 ივნისი 2022 09:27
1
ეს შეიძლება ითქვას რომ გარკვეული დოზით გენეტიკური პრობლემაც არის,ისევე როგორ ის რომ ბურთთან ურთიერთობა ბევრად უფრო დახვეწილი გვაქვს ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობას(სკანდინავია,სლავები და ა.შ.)შესაბამისად სუსტი და ძლიერი მხარეები ბალანსდება და ვიღებთ საბოლოო შედეგს, არარსებობს ნაკრები,რომლებსაც არ აქვთ სუსტი მხარეები,ამიტომ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ,მთავარია სწორად გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარე,ისე რომ ამით ჩვენი სუსტი წერტილები დავაბალანსოთ,ჯერ-ჯერობით სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგად ართმევს ამ ყველაფერს თავს,აუცილებლად იქნება ჩავარდნებიც,მაგრამ ისეთი არ უნდა იყოს,რომელიც აღარ გამოსწორდება,მაგალითად რომელიც ვაისმა მაკედონიასთან დაუშვა
საქართველო
07 ივნისი 2022 16:53
0
მოყოლებული ტოტენჰემთან ჩივერსის და პიტერსის თავით გატანილი 4 ბურთიდან
გაიოზი
07 ივნისი 2022 11:25
0
ქართველი ჟურნალისტი სხვას რო დაამუნათებს მაგარი ღადაობა თემაა,თან ფეხბურთზე ეს და სანაია რო ექსპერტობენ ცალკე თემაა. მთელი ქვეყანა გეუბნებათ,რომ ობიექტურები იყავითო და დეზინფორმაციას ნუ აშუქებთო,გაუგონეთ ამ ხალხს? ჟუნალისტიკის ფსკერის იქეთა სამყაროს წარმოადგენს მერაბიკო(ყველა ჟურნალისტი)და სანიოლის ასწავლის ფეხბურთს,თქვენს კოლეგა თვალაბეიშვილზეც გეთქვა რამე,სერიოზული საკომენტატორო კლასი შემოგვთავაზა და გეთქვა რამოდენიმე სიტყვა. მარა კოლეგიალობას ხომ არ დაარღვევთ და სანიოლის აკრიტიკებთ. ერთი და ორის გოლის მერე დაცვაში ჩაჯდომა მოსულა,როცა გავუშვით,ავიწიეთ და გავიტანეთ. რა არ მოგეწონა ამ ამბავში? ბულგარეთზე მაგარი კლასის ნაკრებს გავუტანოთ ორი გოლი და ყველა ვნახავთ თუ ვერ მოვიგეთ. საფრანგეთს რო 2 გოლს გაუტან და მაინც შეტევას გადაწყვეტ,გიჟი არ ხარ?! კაი,საფრანგეთს შევეშვათ და ც ლიგაში მოთამაშე თურქეთი ავიღოთ,ორი გავუტანოთ და განახებთ,რას იზავს ჩაჰანოღლუ. რაც არ უნდა იყოს,სანიოლია მწვრთნელი და მისი გადასაწყვეტია,თამაში მოვიგეთ და ამაზე ისაუბრეთ,რა უნდა ექნა ან ქნა სანიოლიმ თქვენზე კარგად იცის. შეშვით ამ ბებიაჩემს ის რო ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა ბაზარს და თქვენს საქმეში დახელოვნდით,უდაბლესს დონეს რო აჩვენებთ ყოველ დღე. ესეც იყო მგონი,ცხონებულმა ბენდუქიძემ რა დღეში ჩაყარა ნარჩევი "ჟურნალისტები".
ყოვლის მცოდნე მერაბა
07 ივნისი 2022 07:59
2
ბატონო მერაბ,საბედნიეროდ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში,სადაც აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს და ეს ძალიან კარგია,მაგრამ ტრაგედიაა როდესაც პროფესიონალების და ექსპერტების აზრი ნაკლებად შუქდება,ნაკლებად მიდის მათთან ერთად მსჯელობა,თუ როგორ უნდა განნვითარდეთ,ხოლო დილეტანტების ეგრეთწოდებული "ბალეშჩიკების" აზრს ყოველ ნაბიჯზე ცხვირში ატენიან საზოგადოებას,თითქოს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს მათ აზრს,მარტივი შეკითხვა,მე ვთვლი რომ ფეხბურთი ცოტა უფრო უკეთ მესმის ვიდრე ზოგიერთ ჟურნალისტს,რადგან მაქვს შესაბამისი გამოცდილება და სტაჟი ამ სფეროში,მე რომ ჩემი აზრი გამოვთქვა ფეისბუქზე,გამომიქვეყნებს რომელიმე სპორტული გაზეთი ან საიტი?! ამაში ვხედავ მე პირადად პრობლემას და არა იმაში რომ ვიღაცამ თავის აზრი დააფიქსირა.განსაკუთრებით ისეთი აზრი რომელიც ჩასაფრებულის პოზიციიდან არის,მაგალითად როგორიც არის სანაია,რაღაც ამ ორი მოგების შემდეგ აღარ გამოჩენილა,იმედია ისეთ წარმატებას მიაღწევს საქართველოს ნაკრები,რომ ბოღმისგან საერთოდ დაიმალებიან ზოგიერთები.
საქართველო
08 ივნისი 2022 05:23
0
რა დეზინფორმაცია გაგავრცელე? რაებს მაბრალებ?! დამისახელე ჩემს მიერ გავრცელებული დეზიმფორმაცია! მატყუარა ხარ ჩვეულებრივი.
ან აზრის გამოტქმას რა პონტში მიკრძალავ? ფეხბურთი გულშემატკივრისაა და ყველა გულშემატკივარს აქვს უფლება აზრი გამოთქვას.
მერაბ მეტრეველი
07 ივნისი 2022 12:17
5
ყველა გამოხმაურება
მერაბ ეკონომიკა-პოლიტიკის ანალიზში ხომ ანგრევ აქაურობას, მაგრამ არც ფეხბურთში გქონია დანახულობა. ერთი მითხარი სად ნახე ამ თამაშში ფეხბურთის კლასი, ანუ ხარისხი და შენი გაგებით რას წარმოადგენს ის(ამ თამაშს ვინ გათამაშებს გერმანია, საფრანგეთ, პორტუგალია ინგლის-აეგენტინასთან!?)!? სახეზეა მუტირება ფეხბურთის(ზოგადად), იცვლება თაობა, მისი ხასიათი, იცვლება ფაქტორები ბურთის ჩათვლით და სახეზეა მწვრთნელის ხელი, რომ ბიჭები თავისუფლებაზე მიუშვა ტაქტიკური რჩევების საფუძველზე. ეს ნიშანი ინახა ამ ორ თამაშში და გაამართლა. ეს ისაა, რაც ჰოლანდიურ-ჩეხურ ფეხბურთში ხდება დღეს, ანუ ჩემპიონატში, რომ ფეხბურთელი ინახოს ან გაიზარდოს. სხვას ვერაფერს დავამატებ, ბიჭებს ფიზიკურ კონდიციაზე მოთხოვნა ეტყობა, რაც კარგია. წინ ბიჭებო, გაიხარეთ!
beso
07 ივნისი 2022 03:10
7
საქართველოს ნაკრებს მოეთხოვება ეთამაშოს და დაამარცხოს ევროპის საშუალო დონის დაკრებები.
ამასაც კლასი ჭირდება.
ხოლო გერმანიის, საფრანგეთის და ესპანეთის დონეზე რომ ვერ ვართ ეს არ ნიშნავს რომ წინსვლა არ გვაქვს. მაგათ დონეზე ასვლას სხვა რამე ჭირდება პრიველ რიგში ქვეყნის აღმავლობა.
las
07 ივნისი 2022 09:32
0
მწვრთნელზე ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდა შე "ყველაფრის" მცოდნევ!!!!!
ვაჩე!
06 ივნისი 2022 21:26
5
ბატონი მერაბის ყოველი კომენტარი, არაფეს ვამბობ მის ფუნდამენტალურ და სიღრმისეულ კველვა-ანალიზებზე, არი ჩემთვის ცხვრებისეული და პროფესიული გაკვეთილი. არის შუქურა მჭვრმეტყველებისა და ანბანი სიბრძნისმეტყველებისა..

მადლობა ბატონო მერაბ თქვენი საკრალური ცოდნის და გონიერი ჭვრეტის გაზიარებისთვის .

დიდი მადლობა
გულშემატკივარი
06 ივნისი 2022 20:47
13
კარგი იყო
tazo
07 ივნისი 2022 10:07
0
ჯოყოლამ რა თქვა. ალხასტაისძემ? მოეწონა ჩვენების ტაქტიკა?)))))))))))
ფირუზა
06 ივნისი 2022 19:56
2
ჯოყოლამ სტუმარ-მასპინძელი ცოტა ხნით დავივიწყოთოო.
დდდ
06 ივნისი 2022 21:27
1
ხოდა კიდევ ბონდო მძინარაშვილია მაგარი. ფუტბოლს არჩევს პაიჭაძის დროიდან. თვითონაც მაგრად თამაშობს, თავური იცის მაგარი.
აბო
06 ივნისი 2022 18:04
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული