საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების წინ "სპორტმედიასთან" კომენტარი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა მილან რისტოვსკიმ გააკეთა.
"ჩვენი ახალი გმირი მილან რისტოვსკია, რომელმაც რაზგრადში ბულგარელებთან ქულა მოგვიპოვა. ის ახლა ამბობს, რომ ბულგარეთთან ფრე და გიბრალტართან მოგება ტრიუმფით უნდა დაგვირგვინდეს, ამჯერად არასასიამოვნო მეტოქესთან:
"გიბრალტარი ორი გოლით დავამარცხეთ, მომენტები კიდევ გვქონდა, მეტი გოლის გატანა გვმართებდა და ვფიქრობ, ჩვენს შესაძლებლობებს საქართველოსთან მატჩში ვაჩვენებთ. ქართველებთან ადვილ თამაშს არ ველი, პირიქით, რთული იქნება, რადგან ორივე შეხვედრა მოიგეს, რაც რა თქმა უნდა, მათ მოტივაციაზე აისახება. აქ, სკოპიეში, ქულების მოპოვების
თუმცა, ჩვენ ჩვენი თავისა უნდა გვჯეროდეს, უდავო კლასისა და მწვრთნელისა. პირველ რიგში, სურვილი და სიმამაცე უნდა გამოვავლინოთ. ჩვენ ვიცით, რაც გველის, უკვე მოკლედ განვიხილეთ მეტოქის თამაში, ვიცით მათი უპირატესობა, აგრეთვე - სუსტი მხარე. მატჩამდე დარჩენილი დრო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თამაშს უნდა დავუთმოთ, დავიჯეროთ წარმატების, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოვა, თუ მატჩს სწორად ჩავატარებთ".