დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია ევროპის მომავალი ჩემპიონატისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ.
სატურნირო თვალსაზრისით, ფრე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა მადის და ჭამის ამბავი მოგეხსენებათ და გამარჯვებაზეც ვფიქრობთ, რაც ჯგუფის მოგებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადაგვადგმევინებს.
გთავაზობთ 9 მიზეზს, თუ რატომ შეგვიძლია 9
1. ატმოსფერო
შემჭიდროებულ კალენდარზე ბევრი კი ვიწუწუნეთ, თანაც ივნისში ჩატარებულ თამაშებში კარგი გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ეს გრაფიკი გარკვეული გაგებით უკეთესი აღმოჩნდა. მთავარია, ბოლომდე სწორად გამოვიყენოთ.
საქართველოს ნაკრები ახლა ერთიანი, შეკრული გუნდია. ჩანს, რომ ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და ამ აღმაფრენით 4 მატჩის ჩატარებას კარგ შედეგებამდე უნდა მივყავდეთ.
წარმოვიდგინოთ, მესამე ტური სექტემბერში რომ ყოფილიყო, არავინ იცის, როგორ ფორმაში შევხვდებოდით, რამდენად დიდი იქნებოდა საკადრო დანაკლისი და ა.შ.
2. წარმატებული სერია
საქართველოს ნაკრები ოქტომბრის შემდეგ პროგრესირებს, წარმატებული და წაუგებელი სერია აქვს. ყველაფერი ეს თავდაჯერებას ზრდის და მოთამაშეებს უფრო მეტად სწამთ, რომ მიზანს შეასრულებენ.
3. მთავარი მწვრთნელი
ვილი სანიოლმა იდეალურ განლაგებას მიაგნო, ამავდროულად კი, თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე გაითავისა. "ჯვაროსნებს" წვრთნის სპეციალისტი, რომელსაც დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით სერიოზული შედეგის შესრულება შეუძლია, ეს კი ჩვენი ნაკრებისთვის დამატებითი ფაქტორია.
4. როტაცია
ასეთი კალენდრის პირობებში, თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელის მოაზრება მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში ახლა, ფაქტობრივად, ყველა ის მოთამაშეა, რომლებიც მთავარ მწვრთნელს სურდა და ეს კონკურენცია გუნდს მხოლოდ აძლიერებს და გარკვეული ქვედინებები, რაც აურას გააუარესებს, გამორიცხულია.
5. ხვიჩა კვარაცხელია
საქარველოს ნაკრების ლიდერი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ამავდროულად, მოტივირებულია. ხვიჩას მიმართ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, იტალიაში და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა, ისევე, როგორც ზემოხსენებულ ფინალში (სადაც ვერ მონაწილეობდა) მარცხი.
გასული "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მაკედონიელებმა კარგად ნახეს, ხვიჩას რა შეუძლია, როცა მათ კარში მშვენიერი გოლი გაიტანა და სიფრთხილეს ახლაც გამოიჩენენ. კვარაცხელიას გაჩერება რთულია, ამავდროულად კი, სივრცეები სხვა მოთამაშეებსაც ეხსნებათ.
6. მოტივაცია
მართალია, სანიოლმა თქვა, რომ ის დრამატული ფინალი მისი ხელმძღვანელობით არ ყოფილა, მაგრამ ფეხბურთელებს, მით უმეტეს მათ, ვინც მაშინ თამაშობდა, განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ. ნიკა კვეკვესკირის ცრემლების დავიწყება შეუძლებელია.
შესაბამისად, მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება და ამით მომავალ ევროპირველობასთან დაახლოება მნიშვნელოვანი მოტივაციის წყაროა.
7. წარმატებული "ერთა ლიგაზე"
ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე თამაში ეხერხება. ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთ შეხვედრაში, სომხეთის ნაკრებთან (1:2) დავმარცხდით. მომავალ მეტოქესთან წაგებულ ფინალს შევეხეთ, გასულ ტურნირზე კი ჩრდ. მაკედონიასთან ორივე მატჩში ფრედ (1:1) ვითამაშეთ. თბილისში, ძლიერი წვიმის თანხლებით, მათ გაუმართლათ და ქულა ჩვენი უპატიებელი შეცდომით მოიპოვეს.
"ჯვაროსნებს" შეუძლია, "ერთა ლიგა" კიდევ უფრო "საჩვენო" ტურნირად აქციოს.
8. ფორვარდები კარგ ფორმაში
მაკედონიელებმა გიბრალტარს მხოლოდ 2 გოლი გაუტანეს, ბულგარეთს კი - 1. ამ დროს ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 9 შედეგიანი დარტყმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეტევები ახლა მეტოქეზე მეტად სახიფათოა და გოლის გატანის გზებს საქართველოს ნაკრები უფრო მარტივად პოულობს.
9. პანდევის წასვლა
2. ის რო მწრვთნელმა შეძლო დაბალანსება ძალიან კარგად ნაკრების.
3. ის რო არავის უსმენს მწვრთნელი და შემადგენლობას თავად აყენებს და პრიორიტეტი არაა არავინ.
4. ის რო ხვიყას არსებობამ და ენთუზიაზმა სხვა სტიმული შემატა ნაკრებს.
5. ის რო კაშია აბალანსებს ძალიან კარგად დაცვას და სტაბილურს ხდის.
6. ის რო ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული ყველა თამაშზე.
7. ის რო მეკარის პრობლემა აღარ გვაქვს და შეგვიძლია ერთს კი არა ორ ძალიან კარგი მეკარის იმედზე ვიყოთ.
8. ის რო ძალების გადანაწილება სწორად მოვახერხეთ.
9. ის რო სანიოლმა ყველა დაარწმუნა თავის ძალებში და მნიშვნელობაში, რომ საჭიროა ქვეყნისთვის და გუნდისთვის.
10. ის რო ასეთი წარმატებული ჩვენი თამაში უკვე შიშს გვრის მოწინააღმდეგეს და გვიფრთხის ყველა.
11. ის რო ქართველ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და 12 მოთამაშე ვართ.
12. ის რო სტადიონი სულ სავსე დახვდებათ ჩვენს დასაფასებელ ფეხბურთელებს და სტუმრადაც კი ქართველი ხალხის ყიჟინი უფრო ისმის ვიდრე ადგილობრივის. წარმატება და წინსვლა ბიჭებო!!!
რა ნელა გადის დრო