სანიოლი: ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს - ხვიჩა იტალიაში ტოპი გახდება!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია და ჯგუფს 9 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ვიცოდი, ზოგიერთი ფეხბურთელი შეიძლებოდა დაღლილიყო, თუმცა, ბულგარეთთან მატჩთან შედარებით, ბევრი ცვლილება არ განვახორციელე. შესვენებაზე გადავწყვიტე, რომ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. მიხარია, რომ 3:0 მოვიგეთ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ეს ჩინებული შედეგია. მეორე ტაიმში ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენმა გულშემატკივრებმა ამოცანის შესრულება გაგვიადვილეს და მათი ძალიან მადლობელი ვარ.

თუ გასულ
წელს გადახედავთ, გვქონდა კარგი და ცუდი პერიოდები. სექტემბერში საშინელი პერიოდი გვქონდა. ძნელი სათქმელია, მაშინ რა შეგვეძლო. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა თავად გადაწყვიტეს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლა. ჩემი საქმე მათი მომზადებაა, რათა მოედანზე უკეთესები იყვნენ. ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს და მჯერა, მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომებენ.

კვარაცხელიას შეძენა "ნაპოლიმ" გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ ხარისხი აქვს. ძალიან კარგად თამაშობს და მის გვერდით ასევე კარგი ფეხბურთელები არიან. გუნდში ყველას თავისი ფუნქცია გააჩნია. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ხვიჩა რაღაც განსაკუთრებულია. თქვენ მისი ნამდვილი კლასი არ გინახავთ, ის იტალიაში ტოპ-ფეხბურთელი გახდება.

ძნელი სათქმელია, რა იქნება მომავალში. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ფორმაში იქნებიან მოთამაშეები. მე შემიძლია ტაქტიკური დავალებები მივცე, თუმცა მათ მაგივრად ვერ ვირბენ და გოლს ვერ გავიტან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი".

მკითხველის კომენტარები / 29 /
დიდი მადლობა ვილი!
საქართველოს გაუმარჯოს!
ლევანი
10 ივნისი 2022 03:21
0
ვ ი ლ ი დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა
gori
10 ივნისი 2022 03:09
1
ხვიჩა მართლა განსაკუთრებულია. მე ძველი ლეგენდების თამაშს არ მოვესწარი. არც ქინქლაძის თაობა მახსოვს რადგან ძალიან პატარა ვიყავი. რაც მახსოვს და მინახავს კვარას მსგავსი მართლა არავინ ყოფილა.
ჩემი აზრით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა კვარა.
მთავარია ჯანმრთელად იყოს ახლა. გადაბმულად თამაშობს ამოსუნთქვის გარეშე. სანაკრებოები რომ მთავრდება 4 დღეში ბათუმის დინამოს აქვს თამაში. იქნებ ბულგარეთთან მაინც დაასვენოს.
ან მხოლოს ერთი ტაიმი ათამაშოს.მე კი მინდა სულ ითამაშოს მაგრამ მეშინია არ გადაიწვას. მაგ დროს ტრავმის რისკი დიდია.
ყველას გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებას!
!!
10 ივნისი 2022 03:28
0
მონდომება საქმის ნახევარიაო, თან ტრენერიც ახალბედაა, მოტივაცია აქვს და დამტკიცებას შეეცდება, ეს თამაში ვილიმ მოიგო, მეორე ტაიმი მწვრთნელისაა, მან სწორი ტაქტიკა აირჩია, მეორე ტაიმი სრულიად მისი იყო და აჰა, შედები!
წარმატებები და მადლობა ვილის!
მადლობა ბიჭებს სიხარულისათვის!
40 წელია ველოდებით, მაესტრო ყიფიანის მერე ჩვენ გუნდებს და ნაკრებს ფეხბურთი არ უთამაშია, იყო რაღაც გამონათებები, მაგრამ ეხლა მყარად მწამს, რომ ეს გამონათება არ არის, ეს სულ სხვა გუნდია, დიდი ამბიციებით, მე მჯერავს და მთავარია, რომ თვითონ ფეხბურთელებმა ირწმუნეს, რომ შეუძლიათ, ხოდა შედეგსაც დადებენ ბეჭებზე, ვისაც არ ჯერავს, ნიძლავს ჩამოვდივარ.
სამი თამაშია მოგებას ვუწერ ჩვენ ნაკრებს, ის ვიყავი დარწმუნებული მოგებაში, რომ დღეს პირველივე ტაიმში მოგება დავუწერე, წავაგე, ვერ გამოვიცანი, მაგრამ ეგ არაფერია, მომავალში პირველ 30 წუთში ჩვენების გოლის გატანაზე დავდებ და დარწმუნებული ვარ გავარტყავ კიდეც..
ეხლა უკვე შემიძლია დარდის გარეშემოვკვდე, ჩვენ გუნდი გვყავს. კარგი გუნდი და რაც მთავარია ფეხბურთს თამაშობენ, ფეხბურთს!
ადრე რასაც თამაშობდნენ რა ერქვა იმას, დღესაც არ ვიცი, რა სპორტის სახეობა იყო, ნუთუ ფეხბურთს ეძახიიან იმას?მე უფრო დახუჭობანა, დაჭერობანა, ხენდე ხოხ! ან ვისი სული გსურს მეგონა და უფრო ვამსგავსებდი. ყოველ შემტხვევაში ფეხბურთს არ გავდა და არც ხოკეის... ქვილითაიას უნდა შევეკითხოთ, მაგას ეცოდინება.
კ ო მ ბ ლ ე
10 ივნისი 2022 04:16
7
ჩემო ძმებო ემიგრანტებო დაიხსომეთ m.sport28 ამ საიტზე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თამაშის პირდაპირი ტრანსლიაციებია


კახა
10 ივნისი 2022 04:04
0
გაიხარე ძმაო
გიორგი ვარშავიდან
10 ივნისი 2022 09:23
0
დიდი ტაქტიკოსი იყო არ არის აუცილებელი!გასახდელის მართვა დიდ მენეჯერებს შეუძლიათ! მადლობა ყველას ვინც ეს ადამიანი შეამჩნია და ანდო ნაკრები! მადლობა ვილის! უდიდესი მადლობა ბიჭებს იმ სიყვარულისთვის რასაც ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ და მადლობა ფეხბირთისთვის თქვენ კიდევ უკეთესი ფეხბურთის თამშიც შეგიძლიათ და სიყვარულიც
მ ა დ ლ ო ბ ა
wbc
10 ივნისი 2022 09:55
0
ძალიან კარგი მწვრთნელია ვილი, დიდი მადლობა!!!
კაპიტან გარდენბურგი
10 ივნისი 2022 03:52
1
ეს თამაშები არც ნაკრების და არც ხვიჩას მაქსიმუმი არ არის. სანიოლთან ერთად ნაკრებიც იზრდება. გაბღენძილები არ უნდა ვიყოთ, მარა თვითდაჯერებულობის საბაბი ნამდვილად გვაქვს. მჯერა ყველა თამაშს მოვიგებთ ჯგუფში და რა ვქნა დიდ ანგარიშებით მოგებას რომ მივეჩვიე? DDD
G.LA
10 ივნისი 2022 10:54
2
მადლობა ვილი.მადლობა ბიჭებს.წინ საქართველო.
ხაშურელი
10 ივნისი 2022 09:41
0
მადლობა "სანი"! ბედნიერები ვართ, შენ დაგვიმტკიცე რომ დიდებული პიროვნება და მწვრთნელი ხარ! ჩვენ ქართველები შენს პიროვნებას და კომპეტენციას არასოდეს არ შევურაწყოფთ❤❤❤. ჩვენ გვიყვარს საფრანგეთი შენს გამო და იმის გამო რომ შენი ქვეყნის დედაქალაქი არის პარიზი რომელიც ქართველების გულში ყოველთვის რომანტიზმისა და სიყვარულის დედაქალიქია ❤❤❤
T.q
10 ივნისი 2022 03:55
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული