"საქართველომ ფიზიკური მომზადებით გვაჯობა" - ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებთან 0:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ გააკეთა:

"რა მოხდა? პირველ რიგში, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. მათ კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ წაგების ძირითადი მიზეზი ჩვენი სამი შეცდომა იყო. თამაშს მინიმუმ 50 წუთი ვაკონტროლებდით, შემდეგ კი ფიზიკური ფიასკო განვიცადეთ. საქართველომ ფიზიკური მომზადებით გვაჯობა. ბიჭებზე გაბრაზებული არ ვარ. ახლა ეს ჩვენი მაქსიმუმია. სამწუხაროა, რომ როდესაც ვდომინირებდით, ორი ან მეტი გოლი არ გავიტანეთ.

მადლობა იმათ, ვინც ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდა. მიუხედავად წაგებისა, ფეხბურთელები აპლოდისმენტებით გააცილეს.

როდესაც გუნდი ჩავიბარე, ვთქვი, რომ ეს ტურნირი საკვალიფიკაციოს მოსამზადებელი ეტაპი იქნებოდა, რომელიც მოგვიანებით დაიწყება. უფრო ნათელი სურათი ჯგუფში მეოთხე ტურის შემდეგ გამოიკვეთება. 3 შეხვედრა დაგვრჩა, რთულ მოწინააღმდეგესთან წავაგეთ და რთულ მდგომარეობაში ვართ. სანამ შანსი არსებობს, ვიბრძოლებთ. კვირას უნდა მოვიგოთ და შემდეგ სექტემბერში დარჩენილი ორი მატჩი".

მკითხველის კომენტარები / 30 /
ეს მატრაკვეცა ნახე რეებს როშავს, მოსამზადებელი არა იხვის ტოლმა!!! ბოღმით გასკდა ტიპი...
Pachulia
17:19 11-06-2022
0
ახლა გახდა ხომ მოსამზადებელი ეტაპი ეს ტურნირი?დდდ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არ გითქვამს ეგ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული