საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია და ჯგუფს 9 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ვიცოდი, ზოგიერთი ფეხბურთელი შეიძლებოდა დაღლილიყო, თუმცა, ბულგარეთთან მატჩთან შედარებით, ბევრი ცვლილება არ განვახორციელე. შესვენებაზე გადავწყვიტე, რომ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. მიხარია, რომ 3:0 მოვიგეთ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ეს ჩინებული შედეგია. მეორე ტაიმში ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენმა გულშემატკივრებმა ამოცანის შესრულება გაგვიადვილეს და მათი ძალიან მადლობელი ვარ.
თუ გასულ
წელს გადახედავთ, გვქონდა კარგი და ცუდი პერიოდები. სექტემბერში საშინელი პერიოდი გვქონდა. ძნელი სათქმელია, მაშინ რა შეგვეძლო. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა თავად გადაწყვიტეს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლა. ჩემი საქმე მათი მომზადებაა, რათა მოედანზე უკეთესები იყვნენ. ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს და მჯერა, მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომებენ.
კვარაცხელიას შეძენა "ნაპოლიმ" გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ ხარისხი აქვს. ძალიან კარგად თამაშობს და მის გვერდით ასევე კარგი ფეხბურთელები არიან. გუნდში ყველას თავისი ფუნქცია გააჩნია. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ხვიჩა რაღაც განსაკუთრებულია. თქვენ მისი ნამდვილი კლასი არ გინახავთ, ის იტალიაში ტოპ-ფეხბურთელი გახდება.

ძნელი სათქმელია, რა იქნება მომავალში. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ფორმაში იქნებიან მოთამაშეები. მე შემიძლია ტაქტიკური დავალებები მივცე, თუმცა მათ მაგივრად ვერ ვირბენ და გოლს ვერ გავიტან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი".
იქნებ წელს ბათუმი ევრო ტურნირების ჯგუფში მოხვდეს.
ახლაც იგივეს მოლოდინი გაჩნდა და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს რეალობა გვაჩუქა!