კობიაშვილი ინციდენტსა და ბულგარელი ფეხბურთელის დაშავებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დელეგაციის სხვა წევრები არ დაშავებულან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წუხს მომხდარი ფაქტის გამო და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო. სამწუხაროა, რომ ჩვენ კოლეგებს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი ფაქტი შეემთხვათ მგზავრობისას. ბულგარელი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი, რომელსაც გუშინ ღამე
სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დელეგაციის წევრები თავს კარგად გრძნობენ და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს. მინდა, ბულგარეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და დელეგაციის წევრს კარგად ყოფნა ვუსურვო".

GFF

altბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

alt"მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, საავადმყოფოსთან გავათიეთ და შოკირებულნი ვიყავით" - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-დირექტორი

მკითხველის კომენტარები / 15 /
კობიაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი სფფ-ას ჯერ არ ჰყოლია.
მიშა
17:07 11-06-2022
20
რა ჩასაფრებული ტიპები ვართ! თვითმფრინავები ვარდებიან გუნდებიანად ჩვენზე მაგარ ქვეყნებში. ფედერაცია რა შუაშია? დაქირავებული კომპანიის მენეჯმენტია გამოსაკითხი. ავტობუსის, ტაქსის,მარშრუტკის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობის მძღოლს უნდა ქონდეს მაღალი ხელფასი და სამმაგი ჯარიმები იმიტომ რომ სხვებზე აგებენ პასუხს.
ბოკინიო
15:18 11-06-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული