Sportskeeda:
"საქართველოს ნაკრებმა ბოლოს, გასული წლის ოქტომბერში, საბერძნეთის ნაკრებთან (0:2) წააგო, ამის შემდეგ კი 7 მოგება და 1 ფრე აქვს. ბულგარეთის ნაკრები აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებაშია, მათ 7 მატჩია
(3 ფრე, 4 წაგება) არ მოუგიათ და ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში ჩრდ. ირლანდიაა (2:1) ტოდორ ნედელევის
Sportsmole:
"მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებს 5-მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა, ვილი სანიოლმა გუნდი გარდასახა და ქართველები შესანიშნავად გამოიყურებიან.
ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ლიდერია, მაგრამ სანიოლი კმაყოფილი იქნება, რომ გოლები სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა.
ბულგარეთის ნაკრებში ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მთავარი მწვრთნელის წასვლის შემდეგ, მათ გიბრალტარიც კი ვერ დაამარცხეს (1:1).
სავარაუდო ანგარიში - 2:1."
101greatgoals:
"საქართველოს ნაკრებს მაქსიმუმ 4 ქულა სჭირდება, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს. ეს მათ არა მხოლოდ B ლიგაში დაწინაურების, არამედ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსსაც მისცემთ - C ლიგაში არიან ნაკრებები, რომლებიც შესაძლოა, ევროპირველობაზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდნენ.
ბულგარეთის ნაკრებმა, რომელიც ერთ დროს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იყო, ბოლო 4 წლისა და 29 ოფიციალური შეხვედრის განმავლობაში, მხოლოდ 3 მეტოქე დაამარცხა - ჩეხეთი, ლიეტუვა და ჩრდ. ირლანდია. ამ ქვეყნის ნაკრების ბოლო წარმატება ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა იყო."
"ჩაკვეს" დაბრუნებისა და ხვიჩას კვლავ გაბრწყინების მოლოდინში - სავარაუდო შემადგენლობა