საქართველო-ბულგარეთი - პირველი ტაიმის შემდეგ 0:0

AutoSharing Option
ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში, მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში 7 ცვლილება განახორციელა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ შეტევებით დაიწყო, კრაევმა საჯარიმოში კვარაცხელია წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქემ ტემპის დაგდება სცადა, თუმცა ბურთი მალევე დავიბრუნეთ და მთელი გუნდით ისევ იერიშების ორივე ფლანგიდან მიტანა დავიწყეთ, 8 კუთხური ჩავაწოდეთ, მაგრამ ბულგარელები თავს კარგად იცავდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ბულგარეთი

საქართველო: ლორია,
დვალი, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი, კვეკვესკირი, აზაროვი, ყაზაიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ბულგარეთი: მიხაილოვი, ნედიალკოვი, ჩალაბოვი, ჩორბაძისკი, ტურიცოვი, კრაევი, მილანოვი, კოსტადინოვი, მინჩევი, სტეფანოვი, ა. ილიევი

მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ეს იცის შემადგენლობის თავდაყირა დაყენებამ :) განა რა გადაიწვა გუნდი რომ 7 კაცი შევცვალეთ?! ეს გუნდი სულ სხვაა და არ გამოვრიცხავ მეორე ტაიმი წავაგოთ... ბოლო თამაშია ხომ? რას გადაახალისა ასე შემადგენლობა? გავედით უკვე და მე არ ვიცი?! მექვაბრიშვილი და დვალი საერთოდ ნაკრების დონის ამ ეტაპზე არ არიან!
ქართველი
20:55 12-06-2022
2
ასე იცის ხოლმე
ამპარტავნება
21:36 12-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული