ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა სახლში ბულგარეთის დამარცხება ვერ შეძლო (0:0). ბულგარულმა პრესამ განვლილი მატჩი საკმოდ ობიექტურად შეაფასა.
"თბილისში 50 ათასი მაყურებლის წინაშე ჩატარებული შეხვედრა სრულად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მათ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ჩვენს გუნდს საბოლოოდ მხოლოდ მეორე ადგილის დაკავება შეუძლია", - წერს "სპორტალი".
"გონგი" აღნიშნავს, რომ გასვლაზე მიღწეული ფრე კარგი შედეგია: "ბულგარეთმა საქართველოში ზალპს გაუძლო. მიუხედავად ტოდორ ნედელევის დაშავების გამო გამოწვეული მძიმე ემოციებისა, ჩვენი ნაკრები სამშობლოდან შორს ზეწოლას გაუმკლავდა და ქულა მოიპოვა. ეს ერთი კვირის წინ რაზგრადში განადგურების
და რეალობის გათვალისწინებით, დადებითი შედეგია.
ჯგუფის ლიდერი მთელი ძალებით ცდილობდა ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას, თუმცა "ტრიკოლორმა" გაუძლო და ფრეს მიაღწია".
ჯგუფის ლიდერი მთელი ძალებით ცდილობდა ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას, თუმცა "ტრიკოლორმა" გაუძლო და ფრეს მიაღწია".
ბულგარელთა მეკარემ და კაპიტანმა ნიკოლაი მიხაილოვმა განაცხადა, რომ ღირსეულად იასპარეზეს და თანანაკრებელები შეაქო. მისი თქმით, დაცვაში კარგად ითამაშეს, გოლის გატანის შანსები ჰქონდათ, დასკვნებს გამოიტანენ, სექტემბერში უკეთესი გუნდი ეყოლებათ, ამისათვის კი საჭიროა, ბევრი ფეხბურთელი უცხოურ კლუბში გადავიდეს.
მარცხენა მცველი ანტონ ნედიალკოვი მიიჩნევს, რომ ავტოავარიამ მათზე სერიოზულად იმოქმედა, ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი ჩაატარეს და ასე გაგრძელება მართებთ.