"საქართველოში ზალპს გავუძელით" - ბულგარული მედია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა სახლში ბულგარეთის დამარცხება ვერ შეძლო (0:0). ბულგარულმა პრესამ განვლილი მატჩი საკმოდ ობიექტურად შეაფასა.

"თბილისში 50 ათასი მაყურებლის წინაშე ჩატარებული შეხვედრა სრულად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მათ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ჩვენს გუნდს საბოლოოდ მხოლოდ მეორე ადგილის დაკავება შეუძლია", - წერს "სპორტალი".

"გონგი" აღნიშნავს, რომ გასვლაზე მიღწეული ფრე კარგი შედეგია: "ბულგარეთმა საქართველოში ზალპს გაუძლო. მიუხედავად ტოდორ ნედელევის დაშავების გამო გამოწვეული მძიმე ემოციებისა, ჩვენი ნაკრები სამშობლოდან შორს ზეწოლას გაუმკლავდა და ქულა მოიპოვა. ეს ერთი კვირის წინ რაზგრადში განადგურების
და რეალობის გათვალისწინებით, დადებითი შედეგია.

ჯგუფის ლიდერი მთელი ძალებით ცდილობდა ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას, თუმცა "ტრიკოლორმა" გაუძლო და ფრეს მიაღწია".

ბულგარელთა მეკარემ და კაპიტანმა ნიკოლაი მიხაილოვმა განაცხადა, რომ ღირსეულად იასპარეზეს და თანანაკრებელები შეაქო. მისი თქმით, დაცვაში კარგად ითამაშეს, გოლის გატანის შანსები ჰქონდათ, დასკვნებს გამოიტანენ, სექტემბერში უკეთესი გუნდი ეყოლებათ, ამისათვის კი საჭიროა, ბევრი ფეხბურთელი უცხოურ კლუბში გადავიდეს.

მარცხენა მცველი ანტონ ნედიალკოვი მიიჩნევს, რომ ავტოავარიამ მათზე სერიოზულად იმოქმედა, ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი ჩაატარეს და ასე გაგრძელება მართებთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი ბულგარეთი საჩუქარი არავისთვის იქნება.
qomagi
13 ივნისი 2022 13:39
1
ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი მაინც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ასე შეკრული ბულგარეთი, ვფიქრობ მაკედონიის ოცნებებს იქვე სკოპიეში მოუღებს ბოლოს
ზვიადი
13 ივნისი 2022 08:43
1
თამაშამდე ბულგარელები ქაშუეთის ეკლესიაში წირვას დაესწრნენ. ცხვარი კი ყავდათ დასაკლავი იმხელა ავარიაში მოყვნენ, მაგრამ ფაქტია რომ შეეწიათ. ჩვენებს კი ფორმაზე შეტრიალებული წმ. გიორგი აქვთ გამოსახული, აბას ვის უფრო შეეწევა ეხლა ამათ თუ იმათ? დაიმსახურეს. რელიგიურ საგნებთან თამაში არ შეიძლება, ვისი დეგენერატული იდეა იყო საერთოდ ვინ გავალდებულებდათ რომ ნაკრების ფორმაზე წმ.გიორგი და ისიც შეტრიალებული გამოგესახათ?
პირდაპირი.
13 ივნისი 2022 02:31
38
თუ ძმა ხარ რა, რა მნიშვნელობა აქვს წმ. გიორგი როგორ არი დატანებული, ბოლობოლო ამოტრიალებული ხომ არ იყო. საერთოდ რა შუაშია აქ რელიგია, 3 თამაში რომ მოვიგეთ მაშინ როგორ იყო საქმე? არ მიყვარს ეგეთი რამეები, როცა ღმერთი და წმინდანები დაყავთ სპორტის დონეზე.
დათო
13 ივნისი 2022 10:35
0
რატომღაც მეგონა, რომ ფრე იქნებოდა, არაუშავს ჯგუფი ფაქტიურად მოგებული გვაქვს
juve
13 ივნისი 2022 01:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული