"ყველა თამაშს ვერ მოიგებ" - ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ნაკრებზე წერს

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" 4 ტური დასრულდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები კი 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. ბულგარეთის ნაკრებთან საკუთარ მოედანზე ფრის (0:0) შემდეგ "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში "ჯვაროსნებზე" წერს:

"რა უნდა თქვა დღევანდელ თამაშზე?

ყველა თამაშს ვერ მოიგებ. სადღაც ქულები უნდა დაგვეკარგა და დღეს დავკარგეთ. მთავარია, რომ ცუდად დღესაც არ გვითამაშია. პირიქით, დიდი უპირატესობა გვქონდა:

ბურთის ფლობა 59/41-ზე;

კარისკენ დარტყმები 17/3-ზე;

კუთხურები 10/0-ზე.

საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ძალიან ცოტა იმასთან შედარებით, როგორიც უპირატესობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბულგარეთი დაცვაში კარგად
იდგა.

სანიოლს შეიძლება ის ვუსაყვედუროთ, რატომ არ დააყენა თავიდანვე მარჯვენა გარემარბად ზურიკო დავითაშვილი და ცენტრში - ოთარ კიტეიშვილი. თავად თქვა, ბურთი ნელა მოძრაობდაო და ესენი რომ ყოფილიყვნენ სასტარტოში, იქნებ ეგრე არ ყოფილიყო.

მთავარი დასკვნა, რაც ამ მატჩიდან გამომდინარეობს, ისაა, რომ პირველ ნომრად თამაში ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს."

სექტემბერში ჯგუფური ეტაპის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლებს, გიბრალტარს კი სტუმრად დაუპირისპირდება.

altდიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altსანიოლი: პენალტი არ დაგვინიშნეს - თავში მხოლოდ დადებითი მოსაზრებები მიტრიალებს


მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩა ყველა თამაშის მერე ისეთი ბედნიერი იყო და ანთებული თვალებით აძლევდა ინტერვიუებს, გუშინ როგორ ჩამოყარა ყურები. იჯდა ბოლოს მინდორზე მოწყენილი, სანამ კაშო არ მივიდა და არ ჩაეხუტა. ბავშვია რა, ყველაფერი სახეზე აწერია.
როგორ მიყვარს ამ გულწრფელობის გამო.
სულით და გულით რომ თამაშობ სულ მოგება გინდა. ყველაფერში ეტყობა ეგ. ფრე ისეთივე მიუღებელი იყო მითვის როგორც წაგება.
ყველაფერი წინ არის!
კვარაა!!!
2
ხალხნო! რა დაგემართათ, ფეხბურთი ასეთია: ხან მოიგებ, ხან წააგებ, ხანაც ფრეს დასჯერდები. ნუ შექმენით ტრაგედიას! ბიჭებმა კარგადაც ითამაშეს და არაფერიც დაუკლიათ, უბრალოდ ფორტუნა სანახევროდ ჩვენს მხარეზე არ იყო. მჯერა ჩვენი ბიჭების , რომ ბევრი სიხარული წინ გვაქვს და გუნდი სწორ გზაზეა! არა ჯანსაღო კრიტიკოსებო! თქვენ კი გაჩუმდით და გაგვატარეთ!
ბიჭებმმა კარგად ითამაშესს! თემო.
14:00 13-06-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული