საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
სად დაინახეთ რომ ზურგი ვაქციეთ ?უზრდელი ნაბიჭვარია
მ...ა
01 ივლისი 2022 22:54
2
რრრ-ს, რაც საკუთარი თვალით არ დაგინახია ნუ ილაპარაკებ და ნუ დაიბრალებ. ვერავინ ვერ დავინახეთ რა მოხდა სინამდვილეში, ანუ ზუროსის ქცევას ვგულისხმობ, მაგრამ იმ არაკაცის საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს!
ლევან88
01 ივლისი 2022 23:48
1
დანახვა რად უნდა აზრი ხომ გაქ კაცი მიდის ხელ გაწვდილი უცებ ჩერდება და აკეთებს იმ უხამს ჟესტს რასაც გამართლება არ ააქ რა თქმა უნდა, მარა ფაქტია, რომ ზუროსმა ზურგი აქცია.
რრრ
01 ივლისი 2022 23:14
14
ახლა ვნახე ბოლო წამები თავიდან. ჯერ ბაგაწკისის დედას შ******ი და მერე იმათი ვინც მის საქციელს ამართლებს. ჯერ ერთი ის ფაქტი რომ სასტვენის მერე ზუროსი არ მიუახლოვდა არაფერზე არ მიანიშნებს. რა არ გინახავთ ერთი მწვრთნელი მეორე გუნდის სათადარიგოთა სკამზე რო მიდის და იქ ემშვიდობებუან ერთმანეთ ეს ერთი და მეორე კაცმა წააგო თამაში და გატეხილშია დაგრუზულია რა მოხდებოდა ბაგაცკისი ბოლომდე მისულიყო და იქ ჩამოერთვა ხელი და მესამე ის რო საერთოდ ზუროსის ბრალი ყოფილიყო ის რაც იმ არაკაცმა გააკეთა ყოველგვარ ზღვარს ცდება. იმაზე არაფერს არ ვამბობ ამ ფარჩაკებმა მოგებულ თამაშში 9 წამით ადრე ტაიმაუტი რო აიღეს
ქართველი
01 ივლისი 2022 23:07
3
რატომ მიეცით თამაში უკრაინას!?!? უარესის ღირსები ხართ!!
ჯუმანჯი
01 ივლისი 2022 22:35
1
ბაგაცკისი .ლე!!!
დათო
01 ივლისი 2022 22:13
1
ჩემი აზრით,უკვე თამაშამდე რაღაცა მოხდა და დასასრული ამის გამოძახილი იყო.ნაკრები,უბრალოდ არ თამაშობდა და მორჩა!შეუძლებელია ამდენი ჯარიმის გაფუჭება და და თან ისე,რომ კალათამდე სულ ცოტა ნახევარი ბურთის მანძილი მაინც აკლდებოდა.მთელი სამი პერიოდი,ჩვენი კაცი არ გაქცეულა სისწრაფით.ეს იყო გამაჯანსაღებელი ძუნძულით სირბილი და საკუთარ ფარზე,ორჯერ დავკარგეთ არაზუსტი ჯარიმიდან ასხლეტილი ბურთი.არც ერთი სამქულიანი არ იყო ჩასაგდებად ნასროლი,უბრალოდ ფარის მიმართულებით აგდებდნენ ბურთს.საერთოდ უვარჯიშებლები რომ ყოფილიყვნენ,მაშინაც კი უფრო ზუსტად უნდა ესროლათ.ერთადერთი შენგელია იყო,მეტნაკლებად რომ იბრძოდა,თუმცა სროლები მასაც საშინელი ჰქონდა.ბითაძე არ გამოვიდა,ცინცაძე არ გამოვიდა,შერმადინი თავს არ ჰგავდა და სულ რამდენი წუთი ითამაშა.ან ნაქეიფრები იყვნენ(რაც დაუჯერებელია),ან კიდევ თამაშამდე რაღაცა მოხდა,რამაც გუნდი წყობიდან გამოიყვანა და თამაში აღარ უნდოდათ.ჩამოვლენ თბილისში და ალბათ ითქმება მიზეზი,მაგრამ ფაქტია,რომ ეს იყო ჩვენი ყველაზე სამარცხვინო თამაში,უფრო სწორად თამაშზე უარის თქმა და კიდევ უფრო ულამაზო დასასრული.უკვე აღარ მინდა, ევროპის ჩემპიონატი.ეჭვი მაქვს,რომ ბიჭებზე რაღაც ზეწოლა იყო,მაგრამ,ამაზე მათ უნდა ილაპარაკონ,ვინც იქ იყო.
სოსო
02 ივლისი 2022 01:19
2
თამაშის მიცემის გამო უარესის ღირსები ხართ!!!
დიქსი
01 ივლისი 2022 22:39
7
Sirobas ro ambob ara ushavs?
Gela
01 ივლისი 2022 22:45
16
მიცემული თამაში, უნიჭოდ დადგმული წარმოდგენა საქართველოს ხარჯზე, გადახედეთ რა ბურთებს არ აგდებდნენ. არ მესმის ომი ჩვენც გვქონდა და არავინ არ გადაგვყოლია და თავმოყვარეობა აღარ გაქვთ? რატომ არის ბევრი ქართველისთვისაც მისაღები, რომ თუ ქართველებს კლავენ ეგ არაფერი და რაღაც მდაბიო ტენდენციას მიჰყვენიან, კარგი ისისნი თავს გვახვევევენ თვის ინტერესებს მაგრამ აქაც რატომ აზროვნებს ეს ხალხი ზოგი ასე, სანიკიძეს როგორი ბლაჟენი სახე ჰქონდა ერთ მომენთში რომ აჩვენეს გეგონება სულ არ ვაგებდით თამაშს. ან ამ უკრაინელებით რა წაგვიღეთ ტვინი, დღესაც ხომ ნახეთ წუთ შესვენების დროს რუსულად საუბრობდნენ ერთმანეთში თან არა მარტო ბაგაცკისთან არამედ ერთმანეთშიც. გვარებს შეხედეთ ნაკრების, კარგი რა ამოვიდა კისერში უკვე წესიერ ადამაინს ტვინში სისხლი შეიძლება ჩაგექცეს.
Niko
02 ივლისი 2022 00:32
16
ბაზარი არაა ყველა ჩვენ გვეცოდება და ყველას ჩვენ ვეგებით ფეხ ქვეშ დებილი ბავშვებივით და მაგ რაღაცკის კიდე ..... დედა და უკრაინა! ვისაც არ უყვარს ქართველი იმას ..ცი ცხრა ხელი!! საქართველოზე მეტად არც ერთი ქვეყანა ერი და ადამიანი არ მიყვარს ხოდა ის ვინც ჩემი ქვეყნის მისამართით შეურაწმყოფელი იქნება იმას ყველგან ყოველთვის და ყველა ფორმაში გავლანძღავ ცოცხალსაც და მკვდარსაც არ დავუტოვებ რა ჯანდაბაც უნდათ ის დამართვნიათ თუნდაც ომი ქონდეთ შინ და გარეთ. სლავა უკრაინა არა ჩემი ფეხები კიდე!!!!!! ერთი წიტაიშვილი არ შეგვარგეს მთელმა უკრაინამ გეხსომებათ ალბათ ფეხბურთი ესმოდა თუ არ ესმოდა ერთი თავიანთი გაზრდილი ქართველი კაცის გამო მთელი ღვარძლი და ბოღმა ანთხიეს ჩვენზე რა არ გვეძახეს და რას არ უსურვებდნენ გიორგის მე არ დამვიწყებია ეს და იმედი მაქ არც თქვენ. ჩვენ კიდე გვეცოდებიან მხარში უდგავართ როგორც შეგვიძლია ლუკმა პური გავუტეხეთ კარი გავუღეთ გულში ჩავიხუტეთ ეს თამაშიც მივეცით და საპასუხოთ მთელი ევროპის დასანახად რაც მიგვაღებინა რაღაცკიმ კი ვნახეთ რა თვალითაც იყურებიან ჩვენსკენ ისიც გეხსომებათ ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ჩვენს მაგივრად მაკედონია რომ ისურვეს. ეს ერთი უკრაინელის საქციელი არ არის ასე იქცევიან რუსებიც და მერე იძახიან ყველა რუსი ერთნაირი არ არის რუსიც ერთნაირია და უკრაინელიც და ასემც უქნიათ დაუჭამიათ ერთმანეთი! აფერისტების ქვეყანა! ვინც არ გამოაქვეყნოს ეს პოსტი იმის .... ...... .. ! და ვინც წაიკითხავს და არ დაალაიქოს!
T.q კახელი
02 ივლისი 2022 01:56
5
რა არის დაუჯერებელი?წინა ევრობასკეტზეც მოგვიგეს და თბილისშიც გაგვიჭირდა მაგათთ თამაში და ოთხი ქულით მოვუგეთ
ირაკლი
02 ივლისი 2022 00:56
5
მეტის ღირსები ვათ! ბურთი უნდა დაგვეხია თავზე! ვერავინ ვერ დამარწმუნებს რომ ეს თამაში ძალით არ ჩააგდეს.
მოქალაქე
01 ივლისი 2022 23:28
4
სამი კაცია ჩვენთან სანაკრებო, დანარჩენი როგორც ყოველთვის ბალასტია, დაჟე მწვრთნელის დაცვაც კი არ შეუძლიათ. აშკარად უბედურება გვჭირს ყოველმხრივ
kaxa
01 ივლისი 2022 22:43
3
მდაა, ლატვიელი მწვრთნელის უკადრებელმა საქციელმა გადაფარა ჩვენი გუნდის უკადრებელი თამაში...
მასტერს
01 ივლისი 2022 22:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული