საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
ნამდვილი ნაბიჭვარი, დიდი მადლობა ზუროსს, რომ ამ ნაძირალის დონეზე არ დავიდა და არ აყვა წინასწარ დადგმულ პროვოკაციას
გიორგი
02 ივლისი 2022 01:27
3
ძალიან კი დამეგლიჯა ნერვები მაგრამ ახლა, ცივ გონებაზე რომ ვაკეთებ ანალიზს, აშკარად ვრწმუნდები ამ თამაშის "გაკეთებაში" ჩვენი მხრიდან. არგუმენტები? რამდენიც გინდათ: 1) თურმე ზედ თამაშის წინ გახურებისას გოგა ბითაძემ ტრავმა მიიღო, თანაც ისეთი რომ ერთი წუთიც კი ვერ შეძლო თამაში (ან მწვრთნელმა "ვერ გარისკა"); 2) თუ გახსენდებათ ასეთი "უვარგისი" შერმადინი შეტევაში და ის რომ 6 საჯარიმოდან მხოლოდ 1 ჩაეგდოს? 3) თუ გაიხსენებთ ისეთ მატჩს, სადაც ზუროსს ნაკრები ამდენი ხნით ცენტრის გარეშე დაეტოვებინოს მეტოქესთან?! 4) რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც 5 წუთი მშვენივრად ითამაშა, საერთოდ არ გამოსულა 2-ე ტაიმში, მის ნაცვლად კი არაფრის გამკეთებელ ბაქრაძეს მეტი დრო მიეცა მოედანზე; 5) მთელი თამაში თუ ნახეთ რომ მაკფადენს ვინმემ ბლოკი დაუყენა, რათა თავისუფლად ესროლა 3 ქულიანი კალათისკენ? კიდევ ბევრია საეჭვო მომენტია, უბრალოდ ეს გვერდი არ მეყოფა დასაწერად. ერთადერთი, ვინც შემეცოდა, ეს თოკო იყო...
fani
02 ივლისი 2022 00:35
2
მთელიმეოთხე პერიოდი, რო შერმადინი არ ათამაშა ესეც ბაგატსკისის ბრალია? ან ბითაძემ სად მიიღო ტრამვა? უნიჭოთ დადგმული სპექტაკლი, აბა პირზე კოცნით, რომ დაშორებულიყვნენ ვინ დაიჟერებდა, რომ მიცემული არ იყო?
ეეე
01 ივლისი 2022 23:34
9
დათმობილი მატჩი იყო და სრულიად გასაგებია... თავხედობა მართლაც ძალიან უშნოდ გამოჩნდა... "დათმობილიაო" რომ არ გვეფიქრა ამიტომ?
nika
02 ივლისი 2022 12:57
0
ვიტყვი რა მოხდა რეალურად, ჩვენი ნაკრები და სამწვრთნელო შტაბი გაღიზიანდა იმით რომ თამაშის დასრულებამდე 9 წამით ადრე უკრაინამ აიღო წუთ შესვენება მიუხედავად იმოსა რომ თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ხშირად გუნდი ასეთ დროს აღარ უტევს ხოლმე, ეს წუთ შესვენება მნიშვნელობას იმით ატარებდა რომ უკრაინას და ყველა გუნდს შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე თითოეული ქულა მიყვება და ერთი ქულაც ხშირად დიდი მნიშვნელობის ყოფილა ძალიან ბევრჯერ მომხდარა ასეთი რამ შესარჩევზე. ამ ფაქტმა განსაკუთრებით გააღიზიანა ზუროსი (ყველამ ვიცით მისი ხასიათი) თამაშის დასრულების შემდეგ ბაგატსკისი წავიდა ზუროსისკენ ხელის ჩამოსართმევად და ამ დროს ზუროსი ადგილიდან არ დაიძრა და ხელით ანიშნა არ მოხვიდეო, გაღიზიანდა ბაგათსკისი და ბოლოს ის უწმაწური ჟესტიც მიაყოლა რომელოც მხოლოდ ზუროსის მისამართით იყო. ვიღაცას რომ ხელს უწვდი და ის შეგნებულად ხელს არ გართმევს ბუნებრივია ღიზიანდები. კალათბურთელები ამ ფაქტამდრ ცდილიბდნენ აეხსნათ ჩვენებისთვის ამ წუთ შესვენების მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა რომ მწარე იყო მარცხი როცა კალათბურთელი ხარ და როცა მწვრთნელი ხარ უნდა აცნობიერებდე იცნობდე წესებსაც. არ შეიძლება მთელი ერის ლანძღვა ამის გამო რაც აქ კომენტარებში ხდება შემოსევაა პრორუსი სეპარატისტების ფაქტიურად
გოგა
01 ივლისი 2022 22:38
48
შესაძლებელია ასეც იყოს, მაგრამ ლატვიელი არც დამწყები კალათბუეთელია და არც დამწყები მწვრთნელი, რომ არ ესმოდეს ამ ჟესტის უხამსობა და უადგილობა ამ სიტუაციაში...
მასტერს
01 ივლისი 2022 22:53
0
და მაინც ეგრე რო ყოფილიყო ბაგაცკის ესეუნდა გაეკეთებინა?
ირაკლი
01 ივლისი 2022 22:48
1
ყველა გამოხმაურება
არაკაცი!
მერაბი
01 ივლისი 2022 22:12
1
რამდენი საჯარიმოც გავაფუჭეთ, ზუსტად იმდენი ქულით წავაგეთ
დიახ
01 ივლისი 2022 22:05
1
რო გამოიძიონ ეს თამაში და მიცემული თამაშის გამო 10 წლიანი დისკვალიფიკაცია მოგვცენ ერთი წამი არ დამწყდება გული. 10 კიარა 100წლიანს იმსახურებთ უკრაინას რო აძლევთ და ქართველ ხალხს თვალში ნაცარს რო აყრით.... აი მაგის გამო!!!! თქვენ დებილები ხოარ გონივართ ესპანეთან ნაყიდი ბილეთი მივახიე სულ რომ მოიგონ მაინც ვერ ჩამოირეცხავთ იმ სირცხვილს რაც ჩვენ მოგვაყენეთ.... აგერ უელსმა დაიკიდა ყველაფერი და მოუგო მშვენივრად რა ყველგან ჩვენ უნდა გამოვიდეთ დედა ტერეზა?????? ბითაძემ ალბათ ძალით არ ითამაშა გაყიდულ თამაში რისთვის დატვირთულიყო ასეთ თამაში უთავმოყვარეო სპორტსმენი თუ გამოვა და ითამაშებს
რონი
01 ივლისი 2022 23:41
12
შენ თუ კალათბურთი გესმოდეს მე ვიყო ჭიჭვეიშვილი! ხდება ხოლმე თან ხშირად როცა ფარში სტყორცნები არ მიგდიიიის გაიგეთ სტეპ კარისაც დამართნია ლებრონ ჯეიმსაც და მთლიანად გოლდენ სტეიტსაც
რონი პიცას
02 ივლისი 2022 00:38
13
ნაკრები არ გვყოლია.....
aburjga
01 ივლისი 2022 22:36
7
პასუხი რატომ არავინ გასცა ან მაგათ ,ლე მწვრთნელს ან მოთამაშეებს, სულ დაკარგეთ კაცობა თქვე ..........
gori
01 ივლისი 2022 22:22
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული