საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
ამიტომ არ უნდა შექმნა წინასწარ საზეიმო მოლოდინები.
მოკლედ
01 ივლისი 2022 23:41
1
მე მგონი ვიღაცის დავალებით სპეციალურად წავაგეზთ, რომ უკრაონაზე დაბოღმილიყო ქართვრლობა.
გფფ
01 ივლისი 2022 22:33
25
და ბაგაცკისის საქციელი საქციელი იყო?
ბოკინიო
01 ივლისი 2022 22:42
1
მაცივარში გედო თავი ?
კახა
01 ივლისი 2022 23:36
0
არც ზუროსი მოიქცა ღირსეულად,წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოთ,პატარძლისა და მაყრის ამბავია
ირაკლი
01 ივლისი 2022 23:18
15
სირცხვილია სირცხვილი....ასე გაგრᲫელდება Თუ Თვალები არ გაახილეს
მოქალაქე
02 ივლისი 2022 12:42
0
კი ბატონო, ბაგაცკისი უღირსად მოიქცა და რამდენიც გინდათ აგინეთ, მაგრამ მეც მაინტერესებს,როგორც ერთ ქართველ გულშემატკივარს, რას გადაირივნენ ჩვენი მოთამაშეები და მწრთნელები, როდესაც თამაშის დამთავრებამდე 10 წამით ადრე წუთ შესვენება აიღო, ეკრანზე გარკვევით ჩანდა მათი ჯესტები და არა მგონია იმ კაცს მშობლებს, ჯიშ-ჯილაგსა და ოჯახის წევრებს არ უკითხავდნენ ქართულ ჯიგრულ პონტში,თანაც საქართველოში უმუშავია და ქართულად, მითუმეტეს გინების გაგება არ გაუჭირდებოდა.
კარგით რაააააა!
02 ივლისი 2022 11:11
8
მთელიმეოთხე პერიოდი, რო შერმადინი არ ათამაშა ესეც ბაგატსკისის ბრალია? ან ბითაძემ სად მიიღო ტრამვა? უნიჭოთ დადგმული სპექტაკლი, აბა პირზე კოცნით, რომ დაშორებულიყვნენ ვინ დაიჟერებდა, რომ მიცემული არ იყო?
ეეე
01 ივლისი 2022 23:35
3
,მე ასე დავინახე ზუროსმა არ ჩამოართვა.
რრრ
01 ივლისი 2022 22:11
35
ai roca ar ginaxavt da tan uaryoft. ashkarad midioda bagackisi zurosisken da zurosma absoluturad samartlianad anishna ar moxvideo
suares
01 ივლისი 2022 22:36
1
ასეთი ჩიტი რატომ უნდა იყოს ადამიანი ბაგაცკისი რომ აღმოჩნდა. და ვინმეს რომ წაეთაქებინა არ იქნებოდა სწორი საქციელი? ფუ მაგის ...
???
02 ივლისი 2022 16:30
0
ბაგაცკისი გულისხმობდა,რომ რაც გიჩვენეთ იმაზე უარესი გეკუთვნით ასეთი უსისხლო თამაშისთვისო,რა არის ამაში გაუგებარი და ბაგაცკისის და მისი მოდგმისთვის დედის მოსანახულებელი.
zurab gotua
02 ივლისი 2022 10:02
3
ისე ჩანს რომ მიდიოდა იქითკენ და უცბად უკან გამობრუნდა და უხამსი ჟესტიც გააკეთა. ვინმემ რამე ხომ არ მიაძახა მაგ დროს. თან მოიგეს და ეგრე რატომ მოიქცა
gio
02 ივლისი 2022 09:51
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული