დროთა განმავლობაში ეს თემა უფრო აქტუალური გახდება და ბევრი საუბარი მოგვიწევს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდა. ამის შესახებ მან "ინსტაგრამზე" საკმაოდ ორიგინალურად, ხინკლის ფოტოთი გვაუწყა, ისე კი, ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ფრანგი სპეციალისტი აქტიურ მუშაობას შეუდგა, შემადგენლობის გამოცხადებამდე კი დიდი დრო არ უნდა იყოს.
"ჯვაროსნების" თავკაცი შემადგენლობის ძირითად
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, დაცვაში კონკურენცია გაზრდილია და სანიოლს არჩევანის გაკეთება უფრო გაუჭირდება. წინა ხაზზე ბუდუ ზივზივაძეც მშვენიერ ფორმაშია და გიორგი მიქაუტაძეც. ყველაზე პრობლემური მაინც ისევ საყრდენი ნახევარმცველების ზონა რჩება, სადაც უფროა მოსალოდნელი, ახალი მოთამაშეები ვიხილოთ. ნაკრების თავკაცს კიდევ უფრო კარგ ფორმაში მყოფი და მაღალ დონეზე მოასპარეზე ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდება, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე უკვე 3 გოლი გაიტანა და 2-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.
შეგახსენებთ, C ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 10 აქვს და ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან ძალიან ახლოსაა. გარდა ამისა, ჯგუფების გამარჯვებულებს შორის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი იმართება და მნიშვნელობა ექნება, თუ ჯგუფიდან რამდენი ქულით გავალთ. 23 სექტემბერს მთავარ კონკურენტს, ჩრდ. მაკედონიას ვუმაპინძლებთ, რომელსაც 3 ქულით აღვემატებით და ურთიერთშეხვედრაშიც დიდი უპირატესობა გვაქვს (სტუმრად 3:0 ვძლიეთ), სამი დღის შემდეგ კი ჯგუფს გიბრალტარში დავხურავთ.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის გზაზე - ყველაფერი "ერთა ლიგაზე"
ქართველები სიმბოლურში, ხვიჩა ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია!
მომავალ წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნაკრების ბირთვი იქნება მამარდაშვილი, აზაროვი, დავითაშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, წიტაიშვილი და მიქაუტაძე.
ისეთ ამბებს დაატრიალებენ, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. შეიძლება ჩემპიონობისთვის იბრძოლონ.