სანაძემ კორკმაზთან დაპირისპირირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა მომხარიყო.
"გეტყვით, რომ ამ რეაქციამ ძალიან გამაოცა, მალევე კი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის ყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, თუმცა იმ მომენტში ემოციები დუღდა".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.