"სოჭის" თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ მოქალაქეობის შეცვლის და საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. თუ რამდენად შესაძლებელია ეს, ამაზე პასუხი სპორტულმა იურისტმა ანა ანცელოვიჩმა "ჩემპიონატს" გასცა:
"2020 წელს ფიფამ სპორტული მოქალაქეობის შესცვლის წესში ცვლილება შეიტანა, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელები სხვა ნაკრებების მიერ გადაბირებისგან დაიცვას. ასაკობრივ ნაკრებებში თამაში ამ საკითხში წინააღმდეგობას არ წარმოადგენს. თუმცა, არსებობს სხვა კრიტერიუმები: ნაკრების ბოლო შეხვედრაში მონაწილეობისას მელქაძე 21 წლის არ უნდა ყოფილიყო და იმ მომენტიდან მინიმუმ 3 წელი უნდა იყოს გასული, ხოლო ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა 3-ს არ უნდა აღემატებოდეს".