"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობ და მსგავსი აზრი დაახლოებით 24 წლის ასაკში გამიჩნდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჯერ საუბარი არ მქონია. კარგ ფორმაში ვარ, ფეხბურთელს კი კარგ ფორმაში ყოფნა და მაღალ დონეზე ასპარეზობა რამდენიმე წელი შეუძლია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ პერიოდში ნაკრებში ვთამაშობდე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც" - განაცხადა მელქაძემ.
გიორგი მელქაძეს სხვადასხვა დროს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში უასპარეზია. იგი პოზიციით თავდამსხმელია, უთამაშია მოსკოვის "სპარტაკსა" და "ახმატში", ამჟამად