საკვალიფიკაციო მატჩები 2023 წელს გაიმართება. მოგეხსენებათ, ევროფორუმზე გამსვლელები ჯერ ამ გზით უნდა გამოვლინდნენ, ამის შემდეგ კი საქმეში "ერთა ლიგის" პლეი-ოფი ერთვება. შესაბამისად, თუკი ესა თუ ის ნაკრები საგზურს მანამდე გაიფორმებს და "ერთა ლიგის" პლეი-ოფშიცაა, აქ მას სხვა ჩაანაცვლებს.
შესარჩევი ეტაპის წილისყრა საკმაოდ მალე, 9 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება. მომავალ ევროფორუმს 2024 წლის
10 ჯგუფში 53 ნაკრები უნდა განაწილდეს, რომლებიც მასპინძელ გერმანიასთან შეერთებასა და ჯგუფური ეტაპისთვის იბრძოლებენ. ვაკანტური ადგილი 20-ია (ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის), სამი ნაკრები კი მათ "ერთა ლიგიდან" (3 დივიზიონის გამარჯვებული) შეუერთდება. თუმცა, 20 სექტემბერს დაგეგმილ უეფას აღმასკომის ყველა დეტალი სავოლოოდ დაზუსტდება.
ამჟამინდელი მონაცემებით, ვილი სანიოლის გუნდი მე-4 კალათაში იქნება. საბოლოოდ ყველაფერი სექტემბრის "ერთა ლიგის" მატჩების შემდეგ დაკომპლექტდება, თუმცა განსაკუთრებულ ცვლილებებს (მაინც აღმასკომს დაველოდოთ) არ ველით.
ფიფას რეიტინგის დღეის მდგომარეობით (თუკი წილისყრა მის მიხედვით ჩატარდება) პირველი კალათა ასეთი იქნება: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, დანია, ხორვატია, შვეიცარია. სასურველი მეტოქის არჩევა მართლაც ძალიან რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.
მეორე კალათა: უელსი, შვედეთი, სერბეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩეხეთი, ავსტრია, ნორვეგია, უნგრეთი, თურქეთი. ცოტა ხნის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით, შვედეთის ნაკრების (2:0) დამარცხება კარგად გვახსოვს. შესაბამისად, ბრძოლა ყველასთან შეიძლება.
მესამე კალათა: შოტლანდია, ირლანდია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბოსნია, ჩრდ. ირლანდია, ფინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია. ამ კალათის გუნდები "დაუმარცხებლის" კატეგორიიდან ნამდვილად არ არიან.
ამჟამად ჩვენს ნაკრებზე წინ მე-4 კალათაში 5 ნაკრებია - სლოვენია, ალბანეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ისრაელი. აქვე არიან და შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, ჩვენ ვერ დაგვიპირისპირდებიან - სომხეთი, ლუქსემბურგი, ბელარუსი და კოსოვო.
მე-5 კალათა: კვიპროსი, ესტონეთი, ყაზახეთი, ფარერები, აზერბაიჯანი, ლატვია, ლიეტუვა, ანდორა, მალტა, მოლდოვა.
უკანასკნელ, მე-6 კალათაში, სულ 3 ნაკრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ჯგუფში 5 გუნდი იქნება - ლიხტენშტეინი, გიბრალტარი, სან-მარინო.
რუსეთის ფედერაციას იმედი აქვს, რომ მათ ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე დაუშვებენ და ისინი ამ მოთხოვნით უეფასთვის მიმართვას აპირებენ, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან მათ კვლავ უარი უნდა მიიღონ.
საქართველოს ნაკრებს უახლოეს პერიოდში "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრების ჩატარება (ჩრდ. მაკედონიასა და გიბრალტართან) უწევს. ახლა მთავარია, B დივიზიონში გადასვლა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაში გავინაღდოთ, შემდეგ კი წილისყრას დაველოდოთ და ევროპირველობაზე გასასვლელად შესარჩევი ეტაპიდანაც ვიბრძოლოთ.
დებიუტანტი მეკარე ეროვნული ლიგიდან? - ნაკრების გაძლიერების რესურსი სანიოლისთვის
უელსი
ჩრდ. მაკედონია
საქართველო
ანდორა
სან-მარინო
ასეთი რასკლადი და ჩემს პირს შაქარი
ისევ ამ ბლუებმა თუ არ გაგვიჩალიჩეს. სტადიონზე მაყურებლის არ შეშვება და წამყვან მოთამაშეებზე არასებული კოვიდის შეტენვებით