საქართველო - ჩრდ. მაკედონია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანასკნელ საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები საკმაოდ მალე გაიყიდა, მსურველთა რაოდენობა კი გაცილებით მეტი იყო. პარასკევს, 23 სექტემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე", წლის ბოლო შეხვედრას ჩავატარებთ, სადაც ისევ ანშლაგია მოსალოდნელი.

"ერთა ლიგის" ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ, ბილეთების გაყიდვა დღეს, 17 სექტემბერს, დილის 11 საათზე დაიწყო. რეალიზაცია "დინამო არენის" სალაროებსა და tkt.ge-ზე მოხდება.

"ტრადიციულად გავავსოთ სტადიონი და ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს!" - წერს Nakrebi.ge. საქართველოს დედაქალაქში ჩრდილონაკედონიელთა უკანასკნელი ვიზიტი მწარედ გვახსოვს, მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური გაიფორმეს. რაც შეეხება
მიმდინარე "ერთა ლიგის" პირველ დაპირისპირებას, ის სკოპიეში ვილი სანიოლის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით (3:0) დასრულდა,  გოლები კი ზივზივაძემ, კვარაცხელიამა და კიტეიშვილმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს (20:00 სთ) ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს (22:45 სთ) ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.

altრა დაგვანახა სანიოლის სიამ - ახალი როლი ჩაკვეტაძეს?

altსანიოლი: ვცდილობ, კვარაცხელიას თავში ჩავიხედო - დავითაშვილს ევროპაში წარმატებული კარიერა ექნება

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბილეთი მინდა ორი ცალი საქართველო მაკედონიის თამაშის
გელა
23 სექტემბერი 2022 15:48
0
8 ბილეთი მინდა და ვინმეს ხომარააქვს გასაყიდი
maradi
21 სექტემბერი 2022 12:32
0
ორი ბილეთი მაკედონიასთან შეხვედრის 23-ში აქ ვინმეს გასაყიდი?
ვახო
20 სექტემბერი 2022 09:29
0
5 დან 25 ლარამდე ღირს
ქართველი
18 სექტემბერი 2022 00:46
0
დაიწყო კი არა დასრულდა,ფაფუ ბილეთები
:-)
17 სექტემბერი 2022 19:28
4
რა საჭიროა სტადიონზე მისვლა და ბილეთების ბარიგების ცემა??ეგ ძალადობაა ჩვეულებრივი შარშიც გაყოფ თავს ადამიანი და ნერვებსაც მოიშლი მაგ მართლა არაკაცების გამო კიდე არ ღირს,,უფრო ადვილათ და შარის გარეშეც შეილება მაგის მოგვარება,,არანაკლები არაკაცობაა და არანაკლები არაკაცები არიან ისინი ვინც მიდიან ბილეთების გადამყიდველებთან და ზედმეტს უხდიან უკანონობაში,,საერთოდ არ უნდა იყიდოს არავინ მაგათგან ბილეთი და რო შეეტენებათ 200-300 ბილეთი მერე აგარ იზავენ მაგას,,ერთ ადამიანს 2-3 ბილეთზე მეტის ყიდვის უფლებას ნუ აძლევენ და აგარ მოხდება ეგეთი რამე,,ზედიზედ 3-4 თამაშია უკვე მეორე დგესვე აგარ არი ბილეთები როგორ შეილება
რონის
18 სექტემბერი 2022 12:12
0
ჩვენი ხალხის ბრალია დავიჯერო ყველა ბილეთი გულშემატკივრებმა იყიდეს?? სტადიონზე უნდა მივიდეთ და იმ ბარიგა ბილეთების გადამყიდველებს თავპირი უნდა დავალეწოთ რომ სხვა დროს აზრად აღარავინ გაივლოს ეგეთი არაკაცური საქციელი!!!!!!
roni
18 სექტემბერი 2022 11:15
0
ბილეთები რა ღირს არ იცის ვინმემ
გიორგი
17 სექტემბერი 2022 18:00
0
მთელი დღის მანძილზე ტკტ-ს ვებგვერდიდან ვერ ვიყიდე ბილეთი, 10 წუთის ლოდინის შემდეგ, გაიჭედა საიტი, დინამოს სალაროებთან კი სრული განუკითხაობაა, ხალხი ერთმანეთს არ ინდობს.
დავჯდები სახლში და ვუყურებ მშვიდად, ხო ცალკე სტადიონზე შესვლაზე რა საგიჟეთი იქნება.....
სააკაძე
17 სექტემბერი 2022 15:15
2
ბილეთები რაღირს???
გიორგი777
17 სექტემბერი 2022 12:38
2
Tkt-ს რატო გაქვთ ასეთი გაჭირვებული სერვერები, ამხელა ტრაფიკს თუ ვერ ერევით რაღას იღებ ბილეთზე მაგხელა საკონისიოს, რამე ხომ უნდა განაცითაროთ, 10000 კაციან ტრაგიკზე საიტი აღარაფერი ხდება, ეს არის სირცხვილი თქვენნაორი პრეტენზიის მქონე საიტისთვის.
მაიტათ ბილეთი
17 სექტემბერი 2022 12:23
0
ეს tkt.ge სულ როგორ მაიმუნობს, როცა მოთხოვნადი ბილეთები იყიდება. ასე გააკეთეს ამას წინათაც, როცა ეროვნული ბანკის მონეტები იყიდებოდა.
არ ჰყავს ქვეყანას პატრონი და ესაა დაუსჯელობის იმედს რომ უჩენს ამ საიტის მესვეურებს.
გივი
17 სექტემბერი 2022 11:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული