ვილი სანიოლის გუნდმა წინა საშინაო მატჩში გოლის
ფრანგ მთავარ მწვრთნელს ხსენებულ შეხვედრაში გამოტანილი დასკვნები ახლა ძალიან უნდა გამოადგეს, თანაც ჩრდილომაკედონიელები შეტევაზე მეტად იფიქრებენ. სტუმართა მთავარი თავსატეხი ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზებაა, 'ნაპოლის" გარემარბზე ყურადღების გადატანა კი სივრცეებს სხვა ქართველ ფეხბურთელებს გაუხსნის, რასაც გამოყენება სჭირდება.
ჩვენი შემადგენლობის პროგნოზირება ახლა საკმაოდ რთულია. რამდენიმე პოზიციის გარდა, გუნდში სერიოზული კონკურენციაა, თუმცა ვეცდებით, მასზე მაქსიმალურად ობიექტურად ვიმსჯელოთ და სასტარტო თერთმეტეული გამოვკვეთოთ.
მეკარე
ივნისში ჩატარებული 4 შეხვედრიდან გიორგი მამარდაშვილმა მონაწილეობა მხოლოდ ერთში მიიღო, პირველი კიპერი კი კვლავ გიორგი ლორია იყო. ძალიან ლოგიკური იქნება, თუკი დარჩენილ ორ მატჩში კვლავ მათ როტაციას ვნახავთ.
"ვალენსიას" კარგ ფორმაში მყოფმა მეკარემ სწორედ ჩრდ. მაკედონიასთან ითამაშა. ისე მოხდა, რომ "მამარდას" ბოლომდე სავსე "დინამო არენის" გამოცდა ჯერ არ ჩაუბარებია, რისი საშუალებაც შესაძლოა, სანიოლმა სწორედ ახლა მისცეს, გიბრალტარში კი ლორია ითამაშებს. ერთმნიშვნელოვნად რამის თქმა რთული იქნება.
ცენტრალური მცველები
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაპიტანი გურამ კაშია და "კოპენჰაგენის" უკანახაზელი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნებიან. ამაზე როგორც მათი სათამაშო კონდიციები, ასევე მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულება და განვლილი შეხვედრები მიგვანიშნებს. გურამი სამი მცველიდან შუაში იქნება, დათა კი, წესითა და რიგით, მარცხნივ უნდა დადგეს. ვინ იქნება მესამე?
მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ყველაზე რეალური საბა კვირკველიას თამაშია. ბოლო მატჩებში ნაკლებად, თუმცა აქ ოთარ კაკაბაძეც თამაშობდა. თუკი ის ფლანგს არ დაუბრუნდება, მისი ამ პოზიციაზე განხილვა კვლავაც შეგვიძლია.
არის კიდევ ერთი ვარიანტი - ხოჭოლავამ მარჯვნიდან ითამაშოს და ამ შემთხვევაში, სასტარტოში "კრემონეზეს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი ვიხილოთ.
ფლანგები
მარჯვენა ფლანგზე ბევრი ფიქრი არ გვჭირდება. ზემოთ კაკაბაძეზე დავწერეთ. თუკი ოთარი ცენტრში ითამაშებს, მაშინ მარჯვნივ სიტუაციის კონტროლი საბა ლობჟანიძეს დაევალება. ის მიმდინარე სეზონში ნაკლებად შედეგიანია, თუმცა საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდ სამუშაოს ატარებს, სწრაფი და ენერგიულია.
რაც შეეხება მარცხენა ფრთას, აქამდეც დავწერეთ, რომ წმინდა საკლუბო პრაქტიკით, ამის შანსი გურამ გიობელიძეს აქვს, თუმცა, გუნდში მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, მწვრთნელს ამ პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილი ძალიან მოსწონს. "ლეხის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე თავისუფალ სივრცეებს ნაყოფიერად იყენებს და ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე სწრაფად გადააქვს.
თუკი სადმე როტაციაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ მარცხნივაა. დიდი შანსია, ირაკლი აზაროვი უფრო გიბრალტარში ვნახოთ.
ნახევარმცველები
საქართველოს ნაკრების საყრდენ ზონაში დიდი კონკურენცია და არჩევანი არაა. ნიკა კვეკვესკირი აუცილებლად სასტარტოში იქნება და ის ჩვენი შეტევების მიმართულებისა და ტემპის მთავარი განმსაზღვრელი იქნება.
როცა ნიკა ძირითადშია, მის გვერდით თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილზე მეტად, გიორგი აბურჯანიას ველით. "აბუ" კლუბში ბევრს არ თამაშობს, თუმცა ზაფხულის სანაკრებო შეხვედრებში კარგად გამოიყურებოდა - პრესინგზე გაცილებით აქტიურად თამაშობდა და კვარაცხელიაზე მეტოქის ფეხბურთელების "შემოხვევით" მშვენივრად სარგებლობდა, რამდენჯერმე დასარტყმელი პოზიციაზე აღმოჩნდა.
გიორგი ჩაკვეტაძე უკვე ნამდვილად მზადაა, სრული შეხვედრა ითამაშოს, თუმცა ამ ტაქტიკურ სქემაში მისი ადგილის პოვნა მაინც რთულია. წინა სამეულზე მეტად, იქნებ სანიოლი მის თამაშს ცენტრში განიხილავდეს და გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართოს. უფრო ლოგიკური იქნება, თუკი "ჩაკვეს" მეორე ტაიმში ვიხილავთ.
შემტევები
ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, უალტერნატივოდ, ძირითადში იქნებიან. "კვარა" გუნდის აღიარებული ლიდერია და მის მნიშვნელობაზე ბევრი საუბარი საჭირო არცაა. ვნახოთ, ჩრდილომაკედონიელები მის წინააღმდეგ რას მოიფიქრებენ. ერთ-ერთი ვარიანტი იქნებ "ნაპოლიში" მისი თანაგუნდელის, ელიფ ელმასის დაცვით ოპერაციებში მეტი ჩართვა იყოს, თუმცა ეს მათ შემტევ პოტენციალს სერიოზულად დააზარალებს.
ზურიკო კი ძალიან პროდუქტიული ფეხბურთელია, ნახევარდაცვაში დაუზარებელია და ბევრს მუშაობს, შეტევაში კი ბევრი ხიფათის შექმნა და ულამაზესი გოლების გატანა შეუძლია. ვაკო ყაზაიშვილსაც მეორე 45 წუთში ვვარაუდობთ.
რაც შეეხება ცენტრფორვარდს - ბოლო მატჩებს თუ ავიღებთ, გიორგი მიქაუტაძე ბუდუ ზივზივაძეზე კარგ ფორმაშია, თუმცა ივნისის სანაკრებო შეხვედრებში ბუდუ მაინც უფრო პროდუქტიული იყო. ნაკლებად გვგონია, ამ საკითხზე სანიოლს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდეს, ყველაფერი ბოლო ვარჯიშებზე უნდა გადაწყდეს.
საოცარი განწყობა საქართველოს ნაკრებსა და გულშემატკივრებში [PHOTOS]
შეტევაში უკეთესი საქართველო - როგორ ფორმაში ვხვდებით ჩრდ. მაკედონიას?
ჩრდილოეთი მაკედონია თბილისში დანაკლისით და გამარჯვების იმედით ჩამოდის