კაშია: მაკედონიასთან ფინალში მარცხის გახსენება არ მსურს - ახლა სხვა განწყობაა

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგაზე დაპირისპირებამდე კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.

"გულშემატკივრები ჩვენთვის წნეხი არასდროს ყოფილა, პირიქით, სავსე სტადიონი ძალიან სასიხარულო და ჩვენთვის დამატებითი მოტივაციის ფაქტორია.

ლუკა ლოჩოშვილს ძალიან დიდი პროგრესი აქვს და მასზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ის ტოპ-ლიგაში გამოდის. მის 3 შეხვედრას ვუყურე და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ეს ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან კარგია.

აღარ გვსურს იმ დღის გახსენება, როცა ჩრდ. მაკედონიასთან ფინალი წავაგეთ. ახლა სხვა განწყობაა, თითქმის ყველას აქვს სათამაშო პრაქტიკა და კარგ ფორმაში არიან.

ჩაკვეტაძე ძალიან მშრომელი
ფეხბურთელია, ბევრს ვარჯიშობს, უბრალოდ ბევრი გაუცდა და ჩვეული ფორმის დაბრუნებას დრო სჭირდება. იმედი მაქვს, ის ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს, ყველაფერი ამისკენ მიდის".

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაშინ თამაში გაყიდული იყო
beqa
23:06 22-09-2022
5
მაშინ სხვა თანხები იყო ჩადებული)
ჰოო
22:02 22-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული