"პროვოკაცია, ორგანიზაციული კოლაფსი თუ სოფლის კოოპერატივი თბილისში" - მაკედონიელები სტადიონზე დაგვიანებით მიყვანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, მეტოქე გუნდი კი თბილისში საცობების გამო "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ეს უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სტუმართა ნაკრების დანიშნულების ადგილზე დროულად და უხიფათოდ მიყვანა ვერ ხერხდება. 11 ივნისს ჩამოსული ბულგარეთის ეროვნული გუნდი ავტოავარიაში მოყვა, მათი ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი სერიოზულად დაშავდა და ოპერაცია გაუკეთეს. შეგახსენებთ, საცობების გამო ევრობასკეტისას "თბილისი არენაზე" დაგვიანებით მისვლაზე ჩიოდა თურქეთის კალათბურთელთა ნაკრებიც.

ამასთან დაკავშირებით ჩრდილომაკედონიურმა sportmedia.mk-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "პროვოკაცია თუ ორგანიზაციული კოლაფსი"

"ეს
მასპინძელთა მხრიდან პროვოკაციაა თუ უბრალოდ ორგანიზაციული მხარე არ უვარგათ - ეს იმის გათვალისწინებით, რომ მილიონიან ქალაქში გზებზე უზარმაზარი საცობებია და გუნდის სტადიონზე მისვლა პრობლემა გახდა. ეს ჩვენთვის გამოცანაა.

ჩვენს ავტობუსს თან არ ახლდა პოლიციის კორტეჟი, რომელიც გზას გაუთავისუფლებდა, რაც სოფლის კოოპერატივს მოგვაგონებს", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
ერთი მხრივ- მართალია..მეორე მხრივ- გერმანელი რო ამბობდეს- კაი! ჰა- ჰა, ჩეხი მაინც. მაკედონელი?)))მთელი ქვეყანა პროვოკაცია და კოლაფსი აქვთ
რეზო
23:45 22-09-2022
2
ამ ქალაქის განაშენიანება გაკეთდა კომუნისტების დროს ისე იყო გათვლილი 2007 წლამდე გაუძლო წინა მთავრობამ დაიწყო გზების და ესტაკადების აშენება ამანაც გაუძლო რამდენიმე წელი მერე ამათმაც დაიწყეს ახალი გზების აშენება სადაც რამე შეიძლებოდა ამით ამოიწურება რესურსი მეტი არაფელი ეშველება იმდენი მანქანა დადის უკვე არაფელს აზრი არ აქვს იმატებს და იმატებს კიდე მანქანები კალაძე კიარა ვინც არ უნდა მოვიდეს თუ მანქანები არ შემცირდა საშველი არ არი, ეს სდადიონები კომუნისტების დროს შენდებოდა ქალაქის ცენტრებში ყველგან ეგრეა საბჭოთა ქალაქებში, რაც შეეხება სტუმარ გუნდებს მეტი ყურადღებაა საჭირო აუცილებლად პოლიცია უნდა აცილებდეს ის მარშუტი მაქსიმალურად კონტროლირდებოდეს
Soso
23:07 22-09-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული